ალბათ, ყველას შეგვიმჩნევია, რომ ჩიტებს ელექტროგადამცემ ხაზებზე ჩამოსხდომა ძალიან უყვართ. მაშ, რით აიხსნება ფრინველების ეს ქცევა და რატომ არ იხოცებიან ისინი ამ დროს?

საქმე ისაა, რომ ჩიტები გარემოს ელექტროგადამცემი ხაზებიდან უკეთ ათვალიერებენ. ამ გზით ისინი მტაცებელს ან მსხვერპლს შორიდანვე არჩევენ.

ის, რომ ჩიტებს ამ დროს დენი არასდროს არ არტყამთ, მითია. 2014 წლის კვლევის თანახმად, ამ მიზეზით აშშ-ში ყოველწლიურად 0.9-იდან 11.6 მილიონამდე ჩიტი იხოცება. უფრო მაღალი რისკის ქვეშ შედარებით დიდი ზომის ფრინველები არიან, მაგალითად, მტაცებლები: ისინი 2 ელექტროსადენს უფრო ხშირად ეხებიან ისევე, როგორც კაბელსა და დამიწების წყაროს ერთად. 2016 წლის კვლევაში ამ გზით დაზიანებული 417 მტაცებელი ფრინველი შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ფატალური შემთხვევების 80% თეთრთავა ფსოვსა და მთის არწივზე მოდიოდა.

ჩიტი ელექტროგადამცემ ხაზზე.

ფოტო: Eve Thomason

მეორე მხრივ, ელექტროგადამცემ ხაზებზე ჩამომსხდარი ჩიტების უმრავლესობა არ ზიანდება. ისინი ამას ფრენის უნარს უნდა უმადლოდნენ. ისინი რომ ხაზებზე ჩვენსავით კიბით ადიოდნენ, თანაც სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, მყისიერად დაიხოცებოდნენ. მაშინ, როდესაც ელექტროგამტარი საგანი ძაბვის ქვეშ არსებულ სადენს ეხება, დენის გასავლელად კიდევ ერთი გზა იქმნება. ამიტომ, თუ ჩიტი საკმარისად დიდია და ერთდროულად კაბელსა და ბოძს ან 2 კაბელს შეეხება, მოკვდება.

შესაბამისად, ძაბვას მნიშვნელობა არ აქვს: არც 40 და არც 400 000 ვოლტი პრობლემას არ ქმნის, თუ ჩიტი მცირე ზომისაა ან თუ "ფრთხილად" იქნება და ზედმეტად არაფერს მიედება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.