გოდერძი ფრუიძე: "ნინო დღეს მოიყვანეს ეტლით, სადაც იჯდა გაცრეცილი, გაშეშებული კისრით"
პატიმრობაში მყოფი მასწავლებლის, ნინო დათაშვილის ქმარი, გოდერძი ფრუიძე მისი ცოლის ჯანმრთელობისა და ციხეში არსებული პირობების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ნინო დათაშვილმა "არცერთი საათი არ უნდა გაატაროს ციხეში, მითუმეტეს ამ მდგომარეობაში! მას სჭირდება სასწრაფოდ რეაბილიტაცია, რომ ძვლის და სახსრების რეგრესიის ციხეში დაწყებული პროცესი სასწრაფოდ შეჩერდეს და ადამიანი, მოქალაქე, მასწავლებელი, მკვლევარი, განათლების ადმინისტრირების მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი ნინო დათაშვილი გადარჩეს ხეიბრობას და შესაძლო სიკვდილს".
"დღეს ნინო დათაშვილი, ჩემი მეუღლე, ვნახე (ქალთა) მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მისივე მოთხოვნით (დილით დამირეკა), რათა მენახა მისი კიდევ უფრო გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამბავი მომეტანა ხალხთან.
ეს ბოლო სამი პაემანია, ნინო ვერ ამოდის პაემნების ოთახში კიბეებზე მეორე სართულზე და ამიტომ შეხვედრა გვაქვს პირველ სართულზე, ლოქერებიან ნახევრად კორიდორში, სადაც პერიოდულად გადი-გამოდიან თანამშრომლები და შეაქვთ/გამოაქვთ გზავნილები.
ნინო დღეს მოიყვანეს ეტლით, სადაც იჯდა გაცრეცილი, გაშეშებული კისრით და ოთახში, სადაც უნდა მენახა, ძლივს ავიყვანეთ (კიბის ერთ საფეხურზეა ფეხი ასაწევი). სკამზე დასმაც გაგვიჭირდა, რომ მისთვის ტკივილები კიდევ უფრო არ გაგვემძაფრებინა.
თვეზე მეტია, ნინო დადის გაშეშებული მარჯვენა ფეხით, ასევე მარჯვენა ხელიც აქვს გაშეშებული და 4 დღე ვერც ვამოძრავებდიო. ასევე კვირაზე მეტია, კისერი აქვს გაშეშებული მწვავე ტკივილით და წინა კვირას რომ მარცხენა ტერფს წვერით ადგამდა, ახლა კიდევ უფრო უჭირს მარცხენა ფეხის გამოყენებაც.
აგვისტოს სამედიცინო დასკვნების მიხედვით, 2019-ში ნაოპერაციები წელის დისკი L5 კიდევ საოპერაციოა ახლა, და არა მარტო ნაოპერაციევი მარცხენა ნაწილით, არამედ მარჯვნივაც აწვება ნერვს. ოქტომბერში ეს მდგომარეობა გაუარესებულია და ასევე ამას ემატება კისრის თიაქარი ორ მალაზე, რისი ოპერაციაც კიდევ უფრო სასწრაფოა. ნინომ თქვა, რომ თუ ადრე წელს ქვემოთ მოწყვეტის ეშინოდა, ახლა კისერს ქვემოთ შესაძლო მოწყვეტა გახდა სანერვიულო!
9 ივნისს რომ საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა იძალადეს ნინოზე და ათრიეს დერეფანში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაუზიანეს ნაოპერაციევი ხერხემალი და ასევე დაუზიანეს კისერიც. იმის ნაცვლად, გამოძიება დაწყებულიყო მის მიმართ ძალადობის საქმეზე, აქეთ მოსდეს შარი და უკანონოდ გამოამწყვდიეს ციხეში.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატებმა ნინოს პრობლემატური ჯანმრთელობის დასტურად სასამართლოში წარადგინეს სამედიცინო დოკუმენტები, რომ აღკვეთის ღონისძიება არ ყოფილიყო დაშვებული. პროკურატურამ და სასამართლომ ეს მდგომარეობა არათუ გაითვალისწინა, არამედ თითიდან გამოწოვილი მიზეზით მოინდომა ციხეში გამომწყვდეული ნინო დათაშვილის გიჟად შერაცხვა და ამაში მხარში ამოიყენა ნაზი შამანაურის ერთ-ერთი ჯალათი ფსიქიატრი დავით მაღრაძე. მხოლოდ ხალხის სამართლიანმა აღშფოთებამ გადაარჩინა ნინო ფსიქიატრიულში გამოკეტვას!
ნინომ რომ წელის თიაქრის ოპერაცია გაიკეთა 2019 წელს, მაშინ რამდენიმე თვე გაუმჯობესება არ იყო და დადგინდა ნაოპერაციევი თიაქრის რეციდივი, თუმცა სახლის პირობებში ჩემი მხრიდან დამატებითმა მზრუნველობამ, ასევე ფიზიოთერაპიის 10+5 პროცედურამ შედეგი გამოიღო და მისი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა ასე, სახლის პირობებში ზრუნვით მოაღწია ნინომ 2025 9 ივნისამდე.
რაც შეეხება ციხის პირობებს:
კვებაზე სერიოზული შეზღუდვაა, საპირფარეშო არის ჩეჩმა, რკინის საწოლი ვიწრო, ლეიბი ბუტაფორია, რომელიც საწოლზე სრიალებდა და ვარდებოდა; საბანი ისეთი იყო, ნინო ვერ იფარებდა და მთელი ზაფხული იყო უსაბნოდ, კონვერტის ამარა, სანამ არ გაურთულდა მდგომარეობა და სამი თვის თავზე არ დაგვრთეს პლედის შეტანის უფლება. სექტემბრის შუა რიცხვებში გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მაინც არ გადაიყვანეს საავადმყოფოში წესიერი რეაბილიტაციისათვის და გადაიყვანეს ეგრეთ წოდებულ ადაპტირებულ ოთახში, სადაც საწოლი მაინც ხისტია, უბრალოდ ჩეჩმის ნაცვლად უნიტაზია და დუშიც პრივატულად არის, თუმცა თუ ნინო ისეთ სიტუაციაშია, მოძრაობა უჭირს, ეს დუში ვერაფერი ხეირია ორ კვირაში ერთხელ წვალებით ბანაობისთვის.
ამას ისიც ემატება, რომ ამ ადაპტირებულ საკანში ამ დილით კანალიზაციას ამოუხეთქავს და პარკეტზეც გადმოსულა, რის მერეც პარკეტმა შეიწოვა და კედლებიც 40 სანტიმეტრამდე სველი/ნესტიანიაო, გათბობა 30-ზე დავაყენე, იქნებ დროზე გამოშრეს, რათა ნესტმა კიდევ უფრო არ დამინგრიოს ჯანმრთელობაო! სოცმუშაკი ახალგაზრდა კაცი და ციხის თანამშრომელი ქალი შეესწრო ამ საუბარს და იმ ქალმა, პრობლემა ხომ მოგვარდაო... ტუალეტის სუნში და ბაქტერიებში რომ უნდა გაატაროს ისედაც დაუძლურებულმა და ცუდად მყოფმა ნინომ დღეები თუ თვეები, ამას უწოდებს ეს ქალბატონი "მოგვარებას"?!
არა, უდანაშაულო ნინომ არცერთი საათი არ უნდა გაატაროს ციხეში, მითუმეტეს ამ მდგომარეობაში! მას სჭირდება სასწრაფოდ რეაბილიტაცია, რომ ძვლის და სახსრების რეგრესიის ციხეში დაწყებული პროცესი სასწრაფოდ შეჩერდეს და ადამიანი, მოქალაქე, მასწავლებელი, მკვლევარი, განათლების ადმინისტრირების მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი ნინო დათაშვილი გადარჩეს ხეიბრობას და შესაძლო სიკვდილს!
თავისუფლება ნინო დათაშვილს!
თავისუფლება პუტინ-ივანიშვილის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ყველა ტყვეს!, — წერს სოციალურ ქსელში გოდერძი ფრუიძე.
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
კომენტარები