შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

14 Oct. 2025, 16:26

"ეს კანონის ნაწილია, შემდეგ, უკვე სარჩელში, სასარჩელო მოთხოვნაში გაიწერება ის პარტიებიც, რომლებიც ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციას არღვევენ და ის ინდივიდებიც, რომელთა პოლიტიკური პარტიის წევრობა და სხვა ასეთი საქმიანობა შესაზღუდი იქნება. რა თქმა უნდა, აქ ყველა პარტიის წევრი არ იგულისხმება, "ნაციონალურ მოძრაობას" არ ვიცი რამდენი წევრი ჰყავს, მაგრამ ვგულისხმობთ, რომ რამდენიმე ასეული წევრი იქნება, აქ მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ ადამიანები, რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ჰქონდათ, ან აქვთ დღესაც კონკრეტული პარტიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და საქმიანობაზე. ჩვენ სასარჩელო მოთხოვნა პოლიტიკურ აკრძალვასთან დაკავშირებით მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით არ იქნება. "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წევრი — გუშინწინდელი, დღეს სხვა პარტიაშია, მაგრამ გუშინწინდელი დანაშაულის გამო, მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოეთხოვოს. ჩვენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ ვგულისხმობთ, ჩვენ ვგულისხმობთ ჩვენს სასარჩელო მოთხოვნაში, ვინც არიან მათი ფიზიკური დანაყოფები, ნაწილი, თუ ქოლგის ქვეშ მყოფი და ა.შ. თუ კონკრეტულად, რომელი პარტიები იქნება სასარჩელო მოთხოვნაში, ნახავთ".

განაცხადა "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოცნების ინიციატივაზე ენმ-სა და მასთან აფილირებული პარტიებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ