თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები ავტოსერვისისთვის თეგეტა მოტორსში
ფოტო: თეგეტა
მაღალი ხარისხის დანადგარები, სწორად ათვისებული სივრცე და მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც ავტოსერვისში მომუშავე ბიზნესის ხარისხსა და ეფექტიანობას განსაზღვრავს. მსხვილ კორპორაციებს, საშუალო თუ მცირე ბიზნესს — ყველას, ვისაც მსგავსი მომსახურება სჭირდება, თეგეტა მოტორსი სრულ სერვისს სთავაზობს. საქმე მთელ სისტემას ეხება და საჭირო დანადგარების მიწოდებას, სივრცის დაგეგმარებას, მონტაჟს, საგარანტიო მომსახურებასა თუ სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას მოიცავს.
ფოტო: თეგეტა
იოსებ სუხიტაშვილი, თეგეტა მოტორსის დანადგარების მიმართულების უფროსი პროდუქტოფიცერი: "ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც მსხვილი კორპორაციული სეგმენტი, რომელიც დიდ ავტოპარკს მართავს, ისე მცირე და საშუალო ავტოსერვისები. ამასთანავე, ხელს ვუწყობთ ინდივიდუალურ მეწარმეებს და ფიზიკურ პირებსაც, რომლებსაც საკუთარი სახელოსნოს მოწყობა სურთ.
რაც შეეხება უშუალოდ დანადგარებს, ამ მიმართულებით მომხმარებელს სრულ სპექტრს ვთავაზობთ. მათ შორის, საავტომობილო ამწეებს, ვულკანიზაციის დანადგარებს, საავტომობილო რობოტებს, სამღებრო კამერას, დიაგნოსტიკის მრავალფეროვან სისტემას, ჰაერის კომპრესორს, შედუღების აპარატებს, სპეცინსტრუმენტებსა და სამრეცხაო პორტალებს. ეს დანადგარები განკუთვნილია როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისთვის. თითოეულს ექსკლუზიური პარტნიორებისგან ვიღებთ. ყველა მათგანი პრემიუმ ბრენდია და თეგეტა მოტორსი მათთან უკვე არაერთი წელია თანამშრომლობს.
საუბარია ისეთ მსოფლიო მწარმოებლებზე, როგორებიც არიან ამერიკული Hunter, დიაგნოსტიკის აპარატების მწარმოებელი კომპანია Texa, ასევე გერმანული Christ, რომელიც სამრეცხაო პორტალებს გვაწვდის. ჩამონათვალშია ასევე Nussbaum, Hofmann, OMCN, Teco, Gis, Telwin, Flexbimec, Filcar, Cattini, Milwaukee, Toptul და Launch“.
ფოტო: თეგეტა
ავტოსერვისისთვის საჭირო ტექნიკური ბაზის მოწყობა, მაღალი ხარისხის, თანამედროვე დანადგარებთან ერთად, სწორი ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს. ეს კი, თავის მხრივ, სამუშაო ზონის შესაბამისად აღჭურვასა და ტექნიკის სათანადოდ გადანაწილებას მოითხოვს. თეგეტა მოტორსი, რომელსაც საავტომობილო სექტორში 30-წლიანი გამოცდილება აქვს, მომხმარებელს სრულ ტექნიკურ გადაწყვეტას სთავაზობს — მოწყობილობების მიწოდებით, მონტაჟითა და კონსულტაციით.
იოსებ სუხიტაშვილი, თეგეტა მოტორსის დანადგარების მიმართულების უფროსი პროდუქტოფიცერი: "ჩვენი კვალიფიციური ტექნიკოსები მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურებიან. შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 48 საათში გავდივართ ადგილზე, შევისწავლით სივრცეს და ვიწყებთ დაგეგმარებას. მომხმარებელს დეტალურად ვურჩევთ, მაგალითად, სად უნდა დააყენოს ამწე, რობოტი, თუ თვლების შეყრის აპარატი, მოკლედ, ხდება სამშენებლო ნაწილის სრული დაგეგმარება, რაც შემდეგ შეუფერხებელ და მაქსიმალურად ეფექტიან სამუშაო პროცესზე აისახება. ცხადია, ყველაფერი წესებისა და უსაფრთხოების ნორმების აბსოლუტური დაცვით ხდება.
ამასთან ერთად, მომხმარებელი იღებს გარანტიას (საშუალოდ, 2-3 წელი), თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მათ მხარდაჭერას ვაგრძელებთ“.
დანადგარების მიწოდება-მონტაჟისას განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების კომპონენტს ენიჭება. კომპანიაში აცხადებენ, რომ გამართული სერვისი, გამოცდილებასთან ერთად, მუდმივ განვითარებას ეფუძნება. სწორედ ამიტომ თეგეტა მოტორსის ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურ ტრენინგებსა და მომზადებას უშუალოდ მწარმოებლის ქარხნებში გადიან. სანამ ახალი დანადგარი მომხმარებლამდე მივა, მას ჰოლდინგის თანამშრომლები დეტალურად სწავლობენ. ეცნობიან ინფორმაციას როგორც პროდუქტის შესაძლებლობების, ისე მისი მონტაჟისა და ექსპლუატაციის წესების შესახებ. ასევე, აქვთ მუდმივი მხარდაჭერა პარტნიორი ბრენდებისგან და, აუცილებლობის შემთხვევაში, მათგან დისტანციურ დახმარებას იღებენ.
ფოტო: თეგეტა
საავტომობილო სერვისისათვის საჭირო დანადგარების გარდა, „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებაშია სასაწყობე ტექნიკა. უკვე ხუთი წელია, კომპანია ამ მიმართულების განვითარებაზე ზრუნავს და მომხმარებელს ელექტროდამტვირთველებით, ელექტროშტაბელიორებით, ხელისა და ელექტროურიკებით, დასუფთავების აპარატებითა და სტელაჟებით ამარაგებს. ამ შემთხვევაშიც საწყობისათვის საჭირო პაკეტი მსოფლიო ბრენდების აღჭურვილობასა და გარანტიას ითვალისწინებს.
თეგეტა მოტორსი ინდივიდუალურ საჭიროებებს სრულად ერგება და ბაზაში არსებულ ტექნიკასთან ერთად, მომხმარებელს სასურველი აპარატურისა თუ დანადგარის შერჩევასა და იმპორტს სთავაზობს. საუბარია, როგორც საავტომობილო, ისე სასაწყობე დანადგარებზე.
წლის ჭრილში, ჰოლდინგი 100-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა B2B მომსახურება. კომპანიაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში უფრო მეტი ციფრული კომპონენტის დანერგვა-განვითარება იგეგმება, რაც კომპანიის სერვისს უფრო მოქნილსა და ეფექტურს გახდის.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები