DataFest Tbilisi, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი, წელს უკვე მეცხრედ ტარდება. სამდღიანი ფესტივალი 27-29 ნოემბერს გაიმართება.

DataFest Tbilisi 2025 მთლიანად მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის მომავალს ეძღვნება. განხილულ თემებს შორის იქნება:

  • ტექნოლოგიები — ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლების, LLM-ების, MLOps-ების, მონაცემთა ინჟინერიისა და კვანტური გამოთვლების უახლესი მიღწევები.
  • ბიზნესი და სტარტაპები — როგორ იქმნება, იზრდება და გარდაქმნის ბიზნეს სამყაროს ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები.
  • ხელოვნება — სადაც კრეატიულობა ხვდება ტექნოლოგიას: გენერაციული დიზაინი და AI-ხელოვნება.
  • საზოგადოება — ეთიკა, რეგულაციები, ციფრული უნარები, სამუშაო ბაზრის მომავალი და პასუხისმგებლობიანი ხელოვნური ინტელექტი.

"ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ მომავალი — ის უკვე აწმყოა. AI ყველგანაა: სათაურებში, ახალი პროდუქტების პრეზენტაციებსა და პროფესიულ დისკუსიებში. თუმცა, DataFest Tbilisi 2025-ზე ჩვენ ვცდებით შაბლონურ სიტყვებსა და გაზვიადებულ დაპირებებს და ვიკვლევთ, რას ნიშნავს ხელოვნური ინტელექტი სინამდვილეში ადამიანებისთვის, ინდუსტრიებისთვის და საზოგადოებისთვის", — ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი ნინო მაჭარაშვილი.

ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს ადამიანებს, რომელთა საქმიანობა მონაცემებთანაა დაკავშირებული — დიზაინერებს, დეველოპერებს, მარკეტერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებსა და სხვას. 2017 წლიდან დღემდე ფესტივალმა 80-მდე ქვეყნიდან 6000-მდე მონაწილეს, 300-ზე მეტ ვორკშოფსა და 310 სპიკერს უმასპინძლა. ყოველწლიურად, ფესტივალი სცენას უთმობს როგორც ადგილობრივ ექსპერტებს, ასევე მოწვეულ სპიკერებს ისეთი მსხვილი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Microsoft, Canva, Wix, Apple, IBM, Volvo და ა.შ.

წლევანდელი DataFest Tbilisi-ს ფოკუსია ხელოვნური ინტელექტი — როგორ გამოიყენება იგი სხვადასხვა სფეროში (ბიზნესი, კომუნიკაციები, ჯანდაცვა, მმართველობა) და რა გამოწვევებს უკავშირდება მისი რეგულირებისა და ეთიკური საკითხები.

ფესტივალის ფორმატი მოიცავს პარალელურად მიმდინარე აქტივობებს

  • ინსპირაციულ გამოსვლებს მთავარ სცენაზე, სადაც ხელოვნური
    ინტელექტის ინდუსტრიის ლიდერები გააზიარებენ ცოდნას, დაკვირვებებს, პროგნოზებსა და რჩევებს.
  • სიღრმისეულ ვორკშოპებს, სადაც მონაწილეებს გამოცდილი სპიკერები და ტრენერები დაეხმარებიან ყველაზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევების ათვისებასა და გაუმჯობესებაში.
  • სტარტაპ ექსპოებს, სადაც სტუმრებს რეგიონის მზარდი AI სტარტაპებისა და მათი AI პროდუქტების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.
  • Open Mic, სადაც ფესტივალის დამსწრეებსაც შეეძლებათ, ფართო აუდიტორიას მიმართონ საკუთარი იდეით, გამოცდილებითა თუ სადისკუსიო თემებით.
  • Ask Me Anything, სადაც არაფორმალურ გარემოში, სფეროს ლიდერები გააზიარებენ პასუხებს არასტანდარტულ კითხვებზე კარიერის, გამოწვევების, შეცდომებისა და ნასწავლი გაკვეთილების ირგვლივ.
  • Side Events, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ, დაესწრონ თბილისის ოკუპაციის ტურს, ღვინის დეგუსტაციის ტურს, ყოველდღიურ წვეულებებსა და ფესტივალის შემაჯამებელ წვეულებას.

გასული წლების მსგავსად, წელსაც DataFest Tbilisi-ის სცენა მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება გლობალურ და ლოკალურ პრობლემებზე სასაუბროდ.

DataFest Tbilisi 2025-ის ორგანიზატორია ForSet.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი და ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.

ხოლო პარტნიორია: გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), Epam, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.

მხარდამჭერები: The Image, გრანთ თორნთონ საქართველო.

ქომუნითი პარტნიორები: საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ProductTank Tbilisi, EBA — ევროპის ბიზნეს ასოციაცია, დიზაინის ინსტიტუტი, DevTherapy, Axel.

ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.