ლევან მახაშვილი

30 Sep. 2025, 13:23

"ენას ძვალი არა აქვს. შეუძლიათ გააგრძელონ მსგავსი ტიპის მოწოდებები მით უმეტეს ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ თუნდაც წინა საპარლამენტო არჩევნების დროს როგორ პირდაპირ იყვნენ ჩართული არჩევნების ჩაშლაში. მათი ინტერესი საქართველოში ნორმალური და მშვიდობიანი გარემო არ არის. მათი ინტერესი არის რადიკალური ძალების ხელისუფლებაში მოყვანა. ამ გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არ არის გაუგებარი ის განცხადება, რომელიც მათ გააკეთეს. მომავალშიც გააკეთებენ მსგავსი ტიპის განცხადებებს. ვამბობდით, მოლოდინი გვაქვს, რომ ის ძალები, რომლებიც მიზანი “ნაციონალური მოძრაობის” ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი რადიკალური ძალის ხელისუფლებაში მოყვანაა, კვლავ გააგრძელებენ ამ ტიპის განცხადებებს. ერთი მხრივ, თუ გულწრფელი ინტერესია, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან იმ თემებზე, რომელიც რეალური პრობლემაა ქვეყანაში და საზოგადოებას აღელვებდეს. მაგრამ, როცა ამ თემების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება ხდება, რა თქმა უნდა მიუღებელია ეს განცხადებები.

…მზად ვართ, დიალოგისთვის, ოღონდ ეს არა შანტაჟის და იძულების ენით საუბარი და ძლიერის პოზიციიდან ხელების პრაკუნი, არამედ რეალურად უნდა იყოს — პირადად მეც არაერთხელ მითქვამს, რომ დავსხდეთ, შევხედოთ, რა არის მათი ლეგიტიმური კითხვები, რა არის ჩვენი ლეგიტიმური კითხვები და შევეცადოთ, ის პრობლემები, რაც ჩვენს შორის ურთიერთობებს აფერხებს, დავარეგულიროთ. თუ ვინმემ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები, ალბათ არიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღემდე არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნებს, ხელისუფლებას და დღემდე მოუწოდებენ მას რომ მოსახლეობის აზრი უგულებელყოს. ამიტომ სანამ ამ მიდგომით გააგრძელებენ, ჩვენი მხრიდან ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა რთული იქნება".

განაცხადა "ოცნების" პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან და საქართველოსთან დაკავშირებით PACE-ში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა (ტექსტს IPN ავრცელებს).


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  2. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  3. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
  4. Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი
  5. სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საქართველომ რუს დეზერტირს ერთწლიანი საერთაშორისო დაცვა მიანიჭა — მედია

დამოუკიდებელი რუსული მედიის ცნობით, საქართველომ რუსეთის არმიიდან დეზერტირ ვლადისლავ ტატარინცევს ერთწლიანი საერთაშორისო…