სად შეიძლება აღმოჩნდეს Nvidia-ს აქციები 5 წელში
ფოტო: Unsplash
მსოფლიოს უსხვილესმა კომპანიამ, Nvidia-მ (NVDA) ბოლო რამდენიმე წლის ჭრილში აქციების ღირებულება შთამბეჭდავად გაზარდა. თუმცა, კომპანიაში ფიქრობენ, რომ წინ სხვა მწვერვალები აქვთ დასაპყრობი. კომპანიას, რომლემაც AI ბუმში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს.
ინვესტორების უმრავლესობა თანხმდება, რომ AI კვლავაც გააგრძელებს განვითარებას. თუმცა, Nvidia-ს შთამბეჭდავი ზრდის ფონზე ისმის მთავარი კითხვა: გვიანი ხომ არ არის მასში ინვესტირება? სტატიის მომდევნო ნაწილში სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდებით.
მონაცემთა ცენტრების ზრდა
როგორც ცნობილია, Nvidia-მ გრაფიკული პროცესორები თავდაპირველად ანიმაციებისა და ვიდეოთამაშებისთვის შექმნა. მისი მთავარი უპირატესობა სისწრაფე და უზარმაზარი გამოთვლითი დავალებების მარტივად შესრულება იყო. მაშინ Nvidia-ს გრაფიკული ჩიპები ეგრეთ წოდებულ გეიმინგ ინდუსტრიაში რევოლუციურად აღიარეს. მალე Nvidia-მ აღმოაჩინა, რომ GPU-ები სხვა რთული გამოთვლითი ამოცანების გადასაჭრელადაც შეიძლებოდა გამოეყენებინა, რამაც AI-ის ადრეულ მიმართულებას გაუხსნა გზა.
ამჟამად AI-ის განვითარების გზაზე Nvidia-ს კლიენტებს შორის არიან Microsoft, Meta Platforms, Alphabet, Amazon და სხვები. ამ კომპანიებს მონაცემთა ცენტრების შექმნისა და განვითარებისთის უზარმაზარი ბიუჯეტები აქვთ გამოყოფილი. როგორც ცნობილია, ეს და სხვა ტექ-კომპანიები 2026 წელს AI-ის მიმართულებით 454 მილიარდი დოლარის კაპიტალურ ხარჯებს გამოყოფენ, რაც წლიურად 26%-ით იქნება გაზრდილი.
ამ მზარდი ხარჯების დიდი ნაწილი Nvidia-ს შემოსავლებს დაემატება, რომელიც მონაცემთა ცენტრების GPU ბაზრის 92%-ს აკონტროლებს. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯენსუნ ჰუანგმა თქვა, რომ 2030 წლისთვის მონაცემთა ცენტრების ხარჯების მოცულობას 3 დან 4 ტრილიონ დოლარამდე ელოდება. თუ ეს მოლოდინები გამართლდება, Nvidia-ს შემოსავლებმა მომდევნო ხუთ წელში 1,74 ტრილიონს უნდა გადააჭარბოს.
საინვესტიციო გეგმები
მიმდინარე კვირაში Nvidia-მ განაცხადა, რომ 100 მილიარდ დოლარს დააბანდებს OpenAI-ში. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო კარგად აჩვენებს, რამდენად გაიზარდა მისი საინვესტიციო პორტფელი 2022 წლის შემდეგ.
აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში Nvidia-მ 5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია გააკეთა ერთ დროს კონკურენტ Intel-ში, ასევე დააანონსა 500 მილიონი დოლარის ინვესტირება თვითმართვადი ავტომობილების სტარტაპ Wayve-ში და 500 მილიონი ფუნტის სტერლინგის ($667.7 მილიონი) ინვესტიცია ბრიტანულ ღრუბლოვანი სერივსების მიმწოდებელ Nscale-ში.
კომპანიის ამგვარი გადაწყვეტილებები ნათლად აჩვენებს, რომ Nvidia აღარ არის მხოლოდ ჩიპების მწარმოებელი — ის გადაიქცა გიგანტურ ინვესტორად ხელოვნური ინტელექტის სფეროში.
რას პროგნოზირებენ Nvidia-ში
დავუბრუნდეთ პროგნოზებს და ვთქვათ, რომ წინასწარი გათვლების რეალობასთან დასაახლოვებლად გარკვეული კორექტირებები აუცილებელია. გასათვალისწინებელია, რომ ბაზარზე კონკურენციამ სურათი მნიშვნელოვნად შეიძლება შეცვალოს. სავსებით შესაძლებელია, რომ Nvidia-ს არსებული კლიენებიდან, ზოგიერთმა ტექ-გიგანტმა სამომავლოდ საკუთარი ჩიპების გამოყენება დაიწყოს.
2024 წელს მონაცემთა ცენტრებზე გაწეულის ხარჯების ჯამური მოცულობა 455 მილიარდი დოლარი იყო. Nvidia-ს ამ მიმართულებიდან მიღებულმა შემოსავალმა 115 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიამ გლობალური ხარჯების დაახლოებით 25% მიიღო. თუ 2030 წლისთვის ბაზარი მართლაც 3 ტრილიონამდე გაიზრდება, Nvidia-ს მონაცემთა ცენტრებიდან შემოსავალი შესაძლოა 750 მილიარდ დოლარას გაუტოლდეს, რაც ექვსი წლის ჭრილში ექვსჯერ გაზრდილი იქნება.
Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს დაახლოებით $4 ტრილიონია და გაყიდვებზე აქციების ფასის თანაფარდობა 20-ს შეადგენს. თუ ეს თანაფარდობა უცვლელი დარჩება და Nvidia-მ $750 მილიარდიანი შემოსავალი მიიღო, მისი აქციის ფასი 265%-ით გაიზრდება — 608 დოლარამდე, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 14.8 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ არსებულ სიტუაციაზე დაყრდნობით გამოთვლილი პროგნოზებია და ხუთ წელიწადში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა შესაძლებელია AI-ის განვითარება შეჩერდეს, რაც Nvidia-ს მონაცემთა ცენტრის ჩიპებზე მოთხოვნას შეამცირებს. ამასთან, შესაძლებელია შეიქმნას უკეთესი AI-პროცესორი და GPU-მ თავისი მიმზიდველობა დაკარგოს. ასევე, თეორიულად შესაძლებელია გლობალური ეკონომიკა კრიზისში აღმოჩნდეს, რის გამოც კომპანიებმა ამ მიმართულებით ხარჯები შეამცირონ.
ზემოთხსენებული პოტენციური რისკების მიუხედავად ცხადია, რომ Nvidia-ს ჩიპები ამჟამად ტექნოლოგიური კომპანიებისთვის შეუცვლელ ხელსაწყოებად არის მიჩნეული. ცხადია, რომ მაშინაც კი, თუ კომპანიის პროგნოზები სრულად არ ახდება, Nvidia ზრდის პოტენციალს მაინც შეინარჩუნებს.
აქვე გეტყვით, რომ ამ და სხვა კომპანიების აქციების შეძენა მარტივად, თიბისის მობაილბანკშია შესაძლებელი. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა და საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებითი კვლევა ჩაატარე.
ამასთან, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები — ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე და ერთად განვიხილოთ საინვესტიციო სიახლეები და მიმდინარე ამბები.
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
კომენტარები