ამერიკელმა ქალმა, ქერი ედვარდსმა, პაუერბოლში (ლატარიის ერთ-ერთი ნაირსახეობა) 150 000 დოლარი მოიგო. საამისოდ მან ChatGPT-ს მიერ შეთავაზებული რიცხვები გამოიყენა. ქალმა და ჩატბოტმა 5 შესაძლო რიცხვიდან 4 დაამთხვიეს, ასევე ერთი ბონუს რიცხვი.

ედვარდსი მოგებულ თანხას მთლიანად არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაურიცხავს. ერთ-ერთი მათგანი დემენციის კვლევებს აფინანსებს. კონტექსტისთვის, ედვარდსის ქმარი გასულ წელს სწორედ ამ დაავადებას ემსხვერპლა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ChatGPT-ს მოგებიანი რიცხვების პროგნოზირება არ შეუძლია. რიცხვებს იგი შემთხვევითობის პრინციპით აგენერირებს. შეიძლება ითქვას, რომ ედვარდსს უბრალოდ გაუმართლა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ადამიანმა ლატარიაში მოსაგებად ბოტი გამოიყენა. იგივე ამბავი 2023 წელს ტაილანდელ კაცსაც გადახდა თავს, თუმცა მან მხოლოდ 59 დოლარი მოიგო. ისიც საინტერესოა, რომ, წარმატებით თუ წარუმატებლად, ალგორითმის გაშიფვრით ან მსგავსი მეთოდებით ადამიანები ლატარიის მოგებას ყოველთვის ცდილობდნენ.

ასევე იხილეთ: კაცი, რომელმაც მათემატიკის გამოყენებით ლატარია 14-ჯერ მოიგო და მილიონერი გახდა

და მაინც, ხელოვნური ინტელექტის მიერ შემოთავაზებული რიცხვები მოგების ზუსტად ისეთივე ალბათობას გვაძლევს, როგორსაც ჩვენივე მოფიქრებული ან თუნდაც რაიმე გენერატორის მიერ შემოთავაზებული შემთხვევითი რიცხვები. შესაბამისად, ლატარიის მოგებაში ჩატბოტების უზარმაზარი ცოდნა ვერაფერში დაგვეხმარება — თუ, რა თქმა უნდა, ძალიან არ გაგვიმართლა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.