Mashable-ის ამ თვეში გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, პატავიკორნ ბუნრინმა დიდი ენობრივი მოდელის, ChatGPT-ის გამოყენებით, ლატარია მოიგო.

ბუნრინის მტკიცებით, მან სისტემაში შეიყვანა რამდენიმე ჰიპოთეტური კითხვა და წინა წლების რამდენიმე გამარჯვებული ნომერი, რის შედეგადაც ჩეთბოტმა მას მიაწოდა 4 გამარჯვებული რიცხვი, კერძოდ: 57, 27, 29 და 99.

მოგებული თანხა, სულ რაღაც, 59 აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა, მიუხედავად თანხის სიმცირისა, ჩეთბოტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები.

ბუნრინმა ადგილობრივ საინფორმაციო გამოშვებას განუცხადა, რომ მას ადრეც გამოუყენებია ChatGPT ლატარიის ნომრების გენერირებისთვის და მისი ყოველი მცდელობა წარმატებით დასრულდა. მან ისიც დასძინა, რომ ბოტმა შეახსენა, ჯობდა, ამ ახალი ჰობით მეტისმეტად შეპყრობილი არ გამხდარიყო და დრო ვარჯიშისთვის ან რაიმე მსგავსი აქტივობისთვის დაეთმო. თუმცა ტაილანდელმა ბუნრინმა, როგორც ჩანს, ჩეთბოტის რჩევა არ გაითვალისწინა და, მეტიც, გახსნა TikTok-ის ანგარიში, რომლის საშუალებითაც თავის გამოცდილებას ახლა სხვებს უზიარებს.

ბუნრინმა უკვე წამოიწყო გამოწვევა, რათა ნახოს, შეუძლია თუ არა საკუთარი წარმატების გამეორება და შედარებით დიდი თანხების მოგება. თუკი იგი ისევ იღბლიანი აღმოჩნდება, შესაძლოა, ლატარიის კომპანიებს თავიანთი მოდელის შეცვლა დასჭირდეთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.