TI: "ოცნების" დისკრედიტაციის კამპანია და თავდასხმები მკაფიო მაგალითია, თუ რაოდენ რთულ პირობებში უწევს კრიტიკულ მედიას ოპერირება
"ტვ პირველის" წინააღმდეგ ქართული ოცნების გუნდის მიერ წარმოებული დისკრედიტაციის კამპანია და თავდასხმები მკაფიო მაგალითია იმისა, თუ რაოდენ რთულ პირობებში უწევს საქართველოში კრიტიკულ მედიას ოპერირება," — ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათვქამი.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, "ტვ პირველის" საგამოძიებო სიუჟეტები ქართულ ოცნებას უზარმაზარ დისკომფორტს უქმნის.
ანგარიში რამდენიმე ნაწილად იმყოფება, მათ შორისაა მაღალი თანამდებობის პირების, პროპაგანდისტული მედიისა და სოციალური პლატფორმების ჩართულობა "ტვ პირველის" დისკრედიტაციის კამპანიაში.
ქართული ოცნება აგრძელებს კრიტიკულ მედიაზე თავდასხმებისა და შევიწროების კამპანიას. ბოლო დროს, მათი განსაკუთრებული სამიზნე ტელეკომპანია "ტვ პირველია", რომელზეც განგრძობითი სახის, კოორდინირებული თავდასხმებით მმართველი გუნდის ლიდერები, მაღალი თანამდებობის პირები, სახელმწიფო ინსტიტუტები და მათთან დაკავშირებული პროპაგანდისტული ტელევიზიები და პლატფორმები, ცდილობენ დისკრედიტაცია მოახდინონ, დააშინონ, გააჩუმონ და სრულად გააქრონ მათგან დამოუკიდებელი და მათი პოლიტიკისადმი კრიტიკული მედიასაშუალებები, რომლებიც მმართველ გუნდს სხვადასხვა მიმართულებით უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, თუ სავარაუდო კორუფციაში ამხელენ. საგულისხმოა, რომ "ტვ პირველს" არაერთი საგამოძიებო სიუჟეტი აქვს მომზადებული ქართული ოცნების იმ მაღალჩინოსნებისა თუ უწყებების შესაძლო კორუფციულ კავშირებზე შესახებ, რომელთა წინააღმდეგაც, ბოლო დროს, პროკურატურამ არაერთი გახმაურებული გამოძიება დაიწყო.
"ტვ პირველის" დისკრედიტაციის, რეპუტაციული და ფინანსური ზიანის მიყენების მიზნით, ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები, ერთი მხრივ, სიტყვიერად თავს ესხმიან მაუწყებელს, მეორე მხრივ კი — "ცილისწამების საფუძვლით", ტელევიზიის წინააღმდეგ სასამართლო დავებს იწყებენ და "მორალური ზიანის ანაზღაურების" მიზნით, სოლიდურ თანხებს ითხოვენ, რაც ტოვებს განცდას, რომ მათი მთავარი მიზანი ტელევიზიის ფინანსურად დასუსტება, ფუნქციონირების შეფერხება, სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვა და საბოლოოდ, კრიტიკული ჟურნალისტიკის სრულად გაქრობაა. ამას თან ერთვის ტელევიზიის წინააღმდეგ ორგანიზებული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიები, რაც არხის რეპუტაციის შელახვასა და მაყურებელში მათდამი ნდობის შესუსტებას ემსახურება.
"ტვ პირველის" წინააღმდეგ ქართული ოცნების გუნდის მიერ წარმოებული დისკრედიტაციის კამპანია და თავდასხმები მკაფიო მაგალითია იმისა, თუ რაოდენ რთულ პირობებში უწევს საქართველოში კრიტიკულ მედიას ოპერირება. წლებია, რაც მმართველი გუნდი პოლიტიკური, სამართლებრივი, ფინანსური თუ პროპაგანდისტული ბერკეტების გამოყენებით, აქტიურად ცდილობს დათრგუნოს კრიტიკული, დამოუკიდებელი მედია და ქვეყანაში სრულად გააქროს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საპირწონედ კი — საზოგადოებას ალტერნატიული, მხოლოდ მისი ინტერესების შესაბამისი პერსპექტივიდან დანახული ხელოვნური რეალობა შესთავაზოს.
აშკარაა, რომ ქართულ ოცნებას უზარმაზარ დისკომფორტს უქმნის "ტვ პირველის" საგამოძიებო სიუჟეტები, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლების სავარაუდო კორუფციულ ფაქტებს, ნეპოტიზმსა და უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას შეეხება, რომელთა გამოძიებისა და აღმოფხვრის ნაცვლად, ქართული ოცნება სჯის კრიტიკულ მედიას და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს. სწორედ ამის მანიშნებელია ტელეკომპანიისა და მისი ჟურნალისტების მიმართ გახშირებული თავდასხმები, ე.წ. SLAPP სარჩელები, დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის მაგალითები.
თუმცა, მიუხედავად უამრავი მცდელობისა და უზარმაზარი ძალისხმევისა, ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში, ქართული დამოუკიდებელი მედია აქტიურად იბრძვის ძალადობრივი სისტემის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ და მწირი რესურსებით ოპერირების პირობებშიც კი — ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას და სამთავრობო პროპაგანდის საპირწონე, ალტერნატიული საინფორმაციო ველის შექმნას, რის ხელშეშლასაც ქართული ოცნება სხვადასხვა რეპრესიული კანონებით ცდილობს.
ქვემოთ მმართველი გუნდის მიერ "ტვ პირველის" წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმის თავდასხმები და შევიწროების მცდელობის მხოლოდ ნაწილია მიმოხილული, რაც ზედმიწევნით ზუსტად წარმოაჩენს იმ რთულ ვითარებასა და გარემოს, რომელშიც, ზოგადად, კრიტიკულ, დამოუკიდებელ მედიასა და ჟურნალისტებს უწევთ საქმიანობა.
მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობა "ტვ პირველის" დისკრედიტაციის კამპანიაში:
ბოლო წლების განმავლობაში, "ტვ პირველი" სიტყვიერი თავდასხმებისა და დისკრედიტაციის კამპანიის აქტიური სამიზნეა, განსაკუთრებით საგანგაშო და შემაშფოთებელი კი ის ფაქტია, რომ ამგვარ კამპანიებში უშუალოდ მაღალი თანამდებობის პირებიც არიან ჩართულნი, რომლებიც ტელევიზიისა და მისი ჟურნალისტების რეპუტაციის შელახვისა და ნდობის შემცირების მიზნით, არც დამაკნინებელი ეპითეტების გამოყენებას ერიდებიან. მეტიც, ხშირად მათ შესახებ დაუდასტურებელ ინფორმაციასაც განზრახ ავრცელებენ. მაგალითად:
2025 წლის სექტემბერში, ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა - "ლელომ" და "საქართველოსთვის" — დედაქალაქის მერობის კანდიდატად ის ადამიანი [ირაკლი კუპრაძე] წარადგინა, რომელსაც ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე "ყოველთვიურად "ტვ პირველში" პარკით ხელში აგზავნიდა და მიჰქონდა 200 000 ლარი".
2025 წლის ივლისში, ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი და ყოველკვირეული საგამოძიებო გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათის" წამყვანი, ნოდარ მელაძე კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებისთვის დირექტივებსა და დაფინანსებას კორუფციაში ეჭვმიტანილი ქართული ოცნების ყოფილი თანაგუნდელებისგან იღებდა. მანვე მელაძეს "კორუმპირებული", "ფულზე გაყიდული" და "კორუფციის ბედკრული შვილი" უწოდა, რაც ცილისწამების მკაფიო მაგალითია.
2025 წლის ივლისში, ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობა "ტვ პირველისა" და "ფორმულას" მიერ მომზადებულ სიუჟეტებს დაუკავშირა, რითაც ჟურნალისტური საქმიანობა და კონკრეტული თანამდებობის პირების შესახებ საგამოძებო მასალების მომზადება თვითმკვლელობის წახალისებას შეადარა, რაც განსაკუთრებული სიმძიმის ბრალდება და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის პირდაპირი მცდელობაა.
2025 წლის ივლისში, იგივე გზავნილები გაიმეორა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემაც და თქვა, რომ "ლევან ხაბეიშვილი [ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე], ნოდარ მელაძე, "ტვ პირველი" და ა.შ. ვიღაცების შეკვეთით რაღაც კორუფციულ ჩანართებს აზღვევენ". მანვე ხაზი გაუსვა, რომ თორნიკე რიჟვაძის მისამართით კორუფციული ბრალდებები წამოსული იყო "ნაცმედიის" და "ნაცჟურნალისტების" მხრიდან".
პროპაგანდისტული მედიისა და სოციალური პლატფორმების ჩართულობა "ტვ პირველის" დისკრედიტაციის კამპანიაში:
მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად სინქრონში, "ტვ პირველი" პროსამთავრობო პროპაგანდისტული არხების შეტევისა და ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული სოციალური მედიაპლატფორმების, ასევე ღიად პრორუსული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიების თავდასხმის პირდაპირი სამიზნეც არის. ამ მხრივ განსაკუთრებულად აქტიურია ტელეკომპანია "POSTV", რომლის 52%-იან წილსაც პარლამენტში ქართული ოცნების სიით გასული დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს.
POSTV აქტიურად ამზადებს სხვადასხვა დამცინავი და მადისკრედიტებელი შინაარსის ე.წ. ქარდებს და "ტვ პირველის" ჟურნალისტებს ოპოზიციის პროპაგანდისტებად, თავად ტელევიზიას კი — ოპოზიციური პარტია ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის "ჯიბის არხად" მოიხსენიებს. "ხაზარაძის "ტვ პირველი" ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ", "ტვ პირველის" გაყალბებული რეალობა" — ეს POSTV-ის მიერ "ტვ პირველის" შესახებ მომზადებული მასალების სათაურების მცირე ჩამონათვალია, რომელთა მიზანიც კრიტიკული ტელევიზიის იმიჯის შელახვა და საზოგადოებაში მისდამი უნდობლობისა და აგრესიის გაღვივებაა.
სულ ცოტა ხნის წინ, "ტვ პირველი" ღიად პრორუსული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანია "სეზონი ტვ-ის" თავდასხმის ობიექტიც გახდა. ტელევიზიის წამყვანმა "ტვ პირველი" და მისი ქალი ჟურნალისტები უკიდურესად შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია, რისთვისაც კომუნიკაციების კომისიამ ის 2 500 ლარით დააჯარიმა. თუმცა, საბოლოოდ, მიიჩნია, რომ წამყვანის ლექსიკა სიძულვილის ენის კლასიფიკაციაში არ ჯდებოდა.
"ტვ პირველს" თავს აქტიურად ესხმის ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ფეისბუკგვერდიც — "სინამდვილეში", რომელიც ერთ-ერთში იმეორებს POSTV-ის ნარატივს და "ტვ პირველის" ჟურნალისტებს "ცრუ პროპაგანდაში" ჩართულებად, "რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდის ინსტრუმენტებად", თავად ტელევიზიას კი — "[მამუკა] ხაზარაძის "ტვ პირველად" წარმოაჩენს. გვერდი თითქოსდა ფაქტების გადამოწმების შემდეგ, ცდილობს ტელევიზია "სიცრუესა" და "ტყუილში" "ამხილოს" და ამ გზით, საზოგადოებაში ტელევიზიისადმი უნდობლობის და სკეპტიციზმი გააღვივოს," — წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.
TI-ის ანგარიშს ვრცლად ნახავთ აქ.
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
კომენტარები