დავით რაზმაძე NYT-ის სამხედრო კორესპონდენტს, სკოტ ანდერსონს ინფორმაციის გაყალბებაში ადანაშაულებს და "ნაძირალას" უწოდებს
გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე NYT-ის ჟურნალისტს, სკოტ ანდერსონს ინფორმაციის გაყალბებაში ადანაშაულებს. ის "ტვ პირველთან" სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ ის, რა New York Times-ის ინტერვიუში წერია "თავიდან ბოლომდე ცილისწამება და სიცრუეა".
"ეს არის ცილისწამება და სიცრუე თავიდან ბოლომდე. აბსოლუტურად. იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში მე რუსეთზე არასოდეს დადებითი არ მითქვია, რაც არის აღნიშნული — "სააკაშვილის ხულიგნები" — არანაირი მაგის მსგავსი არ მიხსენებია; მე ვახსენე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მიატოვა ქალაქი და იმ ნაძირალა კაცმა, რომელმაც ჩემგან ინტერვიუ აიღო აღმოჩნდა ფაქტიურად სააკაშვილის და მაგ ნაძირლების ადვოკატია. თუ ჩემი თანაგუნდელები დამიდგებიან გვერდში, ვუჩივლებ, რა თქმა უნდა", — აცხადებ რაზმაძე (სტილი დაცულია).
ჟურნალისტის კითხვაზე, "თქვენთვის მიუღებელია ევროკავშირში ინტეგრაცია?", რაზმაძე ამბობს, რომ ეს "სისულელეა" და გამოცემა New York Times-ს დამახინჯებულად "ევრო თაიმსს" უწოდებს..
"ეგეც სისულელეა, მე ვარ ქართული ოცნების წევრი. ქართული ოცნება როდესმე აფიქსირებს, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის წინააღმდეგი ვართო? იმ ნაძირალა კაცს, საერთოდ ეჭვი მეპარება, რომ წარმოადგენდა "ევრო თაიმსს".
სააკაშვილს ომის დაწყებაში როგორ დავადანაშაულებ, რუსებმა დაიწყეს ომი. ომის ხელშეწყობაში ვადანაშაულებ. არავინ არ ადანაშაულებს. ეგ არის თითიდან გამოწოვილი. სააკაშვილმა ხელი შეუწყო ქართული ტერიტორიების ანექსიას", — ამბობს რაზმაძე (სტილი დაცულია).
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ქართული ოცნებიდან დავით რაზმაძემ New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისინი [რუსები] აქ მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ.
რაც შეეხება New York Times-ის ჟურნალისტს, სკოტ ანდერსონს, რომელმაც ინტერვიუს ჩაწერა გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძესთან, ის გამოცდილი სამხედრო კორესპონდენტია. თავისი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში მუშაობდა ლიბანიდან, ისრაელიდან, ეგვიპტიდან, ჩრდილოეთ ირლანდიიდან, ჩეჩნეთიდან, სუდანიდან, ბოსნიიდან, ელ სალვადორიდან და სხვა მრავალი კონფლიქტით დაზარალებული ქვეყნიდან. ის ხშირად წერდა New York Times Magazine-ში, ასევე Vanity Fair-ში, Esquire-ში, Harper’s-სა და Outside-ში.
ამა ს გარდა, სკოტ ანდერსონ არის რომანების Moonlight Hotel და Triage-ის, ასევე არამხატვრული წიგნების The Man Who Tryed to Save the World და The 4 O’Clock Murders-ის ავტორი, ასევე ძმასთან, ჯონ ლი ანდერსონთან ერთად არის War Zones-ისა და Inside The League-ის თანაავტორი.
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
კომენტარები