ჯინ შაჰინი

17 Aug. 2025, 10:26

"როგორც ჩანს, პრეზიდენტი ტრამპი კვლავ წამოეგო ვლადიმერ პუტინის თამაშზე. პრეზიდენტმა წითელი ხალიჩა გაშალა და თბილად მიესალმა მკვლელ დიქტატორს ამერიკის მიწაზე და ცნობები მიუთითებს, რომ მას სანაცვლოდ კონკრეტული არაფერი მიუღია. პრეზიდენტმა ტრამპმა პირობა დადო, რომ პირველივე დღეს დაასრულებდა ამ ომს და ამის ნაცვლად პუტინს დაუსჯელად მისცა უფლება ერთი მეორეს მიყოლებით გადაკვეთოს წითელი ხაზები. შეთანხმების არ დადება ცუდ შეთანხმებას სჯობს და მე გამამხნევა იმ ფაქტმა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ანგარიშ უნდა ჩააბაროს პრეზიდენტ ზელენსკის და ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს. თუმცა, პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან პუტინის პასუხისმგებლობის დაკისრების სურვილის არქონა ნიშნავს, რომ უკრაინელები კვლავაც დაიღუპებიან, პუტინი გააგრძელებს მოქმედებას პასუხისგების გარეშე და ჩვენი შეკავების ძალა პეკინში პოტენციური აგრესორების წინააღმდეგ შესუსტებულია.

საკმარისია. თუ პრეზიდენტი ტრამპი არ იმოქმედებს, კონგრესმა ეს გადამწყვეტად უნდა გააკეთოს გამანადგურებელი სანქციების მიღებით, როდესაც ჩვენ განვაახლებთ მუშაობას მომდევნო კვირებში. მე ასევე გავაგრძელებ ზეწოლას ჩემი ორპარტიული კანონპროექტის მიღებაზე, რათა გაძლიერდეს უკრაინის თავდაცვისა და მოლაპარაკებების პოზიცია დამატებითი უსაფრთხოების დახმარებით და ჩემი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც მიმართულია რუსეთის ხელშემწყობი მექანიზმების წინააღმდეგ ჩინეთში. კონგრესს არ არის სურვილი, განიხილონ რუსეთთან ურთიერთობა, სანამ პუტინი აგრძელებს უკრაინელი ბავშვების გატაცებას და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  4. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  5. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…