ილია მეორე

29 Sep. 2017, 02:24

ისიც უნდა ვთქვათ, რა უნდა ვაკეთოთ. უნდა ჩამოყალიბდეს კოოპერატივები. თქვენ წარმოიდგინეთ, ყაზბეგში ისედაც პატარა მიწაა. მიწა კი კარგია, მაგრამ ცოტაა და იმასაც არ ამუშავებენ და სცდება. ხალხს აღარ უნდა ეს მიწა. ხალხს უნდა ფული. ეს ფული დაიხარჯება და მიწაც დაიკარგება. მე მაისში ვიყავი ჰოლანდიაში. იქაურ ფერმერს ათასობით ჰექტარზე ტიტები ჰქონდა. იქ დადიოდნენ სპეციალური მანქანები და აყვავებულ ტიტებს აჭრიდნენ თავებს. მე ვკითხე პატრონს, რატომ აჭრიდნენ, იქნებ გაიყიდოს ან გამოიყენონ… არაო, ამას ვაჭრით იმისთვის, რომ ბოლქვი გადიდდესო, მიწაში რაც არის, როგორც ხახვის და ნიორის თავები. თქვენ ამხელა ბაზარი გაქვთ გვერდითო, რუსეთს გულისხმობდა. თქვენ მეყვავილეობას უნდა მიხედოთო, მაგან გაამდიდრა ჰოლანდიაო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ