ლევან მახაშვილი

5 Aug. 2025, 15:13

"საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა სავსე იქნება წინააღმდეგობებით.

იქნებიან ძალები, რომელთა მოთხოვნები და გადაწყვეტილებები უსამართლო იქნება; იქნებიან სახელმწიფოები, რომლებიც ინტეგრაციის საკითხს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენებენ და გაწევრიანების პროცესს დაუსრულებელ ლაბირინთად აქცევენ; ითამაშებენ ჩვენი მოსახლეობის ემოციებსა და ნერვებზე; ჩაერევიან შიდა საქმეებში და ეცდებიან თავიანთ ჭკუაზე ატარონ საქართველო.

თუმცა, როგორც ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, "წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო". ჩვენ ვმოქმედებთ არა დღევანდელობით, არამედ საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღით — გაერთიანებული, მშვიდობიანი, კეთილდღეობით სავსე სახელმწიფოს იმედითა და მიზნით.

ჩვენ საქართველოს ინტერესებით გადავდგამთ თითოეულ ნაბიჯს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ უცხოურ მთავრობას ჩამოატარებს მდინარე; ევროკავშირის მრავალი წევრი ქვეყნის ხელისუფალი წაიტეხს კისერს საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო პოლიტიკურ კეკლუცობაში. ჩვენ კი ვივლით წინ. სათანადო შეფასებას მივცემთ თითოეულ უსამართლო გადაწყვეტილებას, მაგრამ მშვიდად და სიბრძნით გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს არა რომელიმე უცხოური დედაქალაქის, არამედ საქართველოს მოსახლეობის სასიკეთოდ."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  4. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  5. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…