ვილაპარაკოთ ზაფხულის ნამდვილ ამბებზე — სელფი მობაილის ახალი კამპანია
ფოტო: Cellfie
ზაფხული მეტია, ვიდრე უბრალოდ წელიწადის სეზონი. ეს არის ამბები, რომლებიც წლების განმავლობაში გვამახსოვრდება: მცირე თავგადასავლები, მეგობრებთან ერთად სპონტანური მოგზაურობები, ზღვის ხმაური, მზის ჩასვლის ლოდინი და განსაკუთრებული მუხტი, რომელიც ადამიანებს აერთიანებს.
ფოტო: Giphy
ზაფხულის დაგეგმვას წინასწარი სცენარი არ სჭირდება, უბრალოდ ადგები, მეგობრებს ურეკავ, ზღვაზე ჩადიხარ და ცხოვრობ იმ დღეებით, რომლებზეც მთელი წელია ოცნებობ. სწორედ ზაფხულია ის, როცა განსაკუთრებული არაფერი ხდება, ამ დროს კი ყველაფერი ბაბუაწვერას ღვინოსავით მათრობელაა...
ასეთ რეალურ და ადამიანურ ემოციებს აგროვებს სელფი მობაილის ზაფხულის ახალი კამპანია — რა ისტორიას ვყვებით.
ვიდეორგოლში, რომელიც მისი ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, მეგობრების ჯგუფი დასასვენებლად ზღვისპირა ქალაქში მიემგზავრება. ისინი ქირაობენ სახლს, ერთად ატარებენ დროს, უსმენენ მუსიკას, იცინიან, ქვიშით გამურულები თუ მზით დამწვრები, ზაფხულურად ბედნიერები არიან. კამერა მიჰყვება მათ განწყობას და ზაფხულის ამბებს, მხიარული ისტორიები კი მეხსიერების სკივრებს ავსებს. ამ ვიდეორგოლით სელფი აგრძლებს გულწრფელ ლაპარაკს და აზიარებს იმ მომენტებს, რომელსაც, როგორც წესი, კადრს მიღმა ვტოვებთ და არ განვათავსებთ სოციალურ ქსელებში.
ჰო, ეს ის არის, რასაც ყოველი ჩვენგანი მთელი წელი სულმოუთქმელად ველოდებით, სიამოვნებით განვიცდით და რომლის შესახებაც ლაპარაკი არასდროს გვბეზრდება!
ამბობენ, ზაფხულში ყოველთვის ახალი ამბები იწყებაო, ჰოდა, საინტერესოა, რა ისტორიის მოყოლა შეუძლია თითოეულ ჩვენგანს?
იქნებ, მეგობრებთან ერთად იქნებ სანაპიროზე გაქცევა ისე ეჩქარებოდა, რომ მზისგან დამცავი დაგრჩა სახლში? ალბათ, შებრაწულ მოლუსკს დაემსგავსე და მეზობელმა კანზე მაწვნის წასმაც გასწავლა.
ან, იქნებ, შენც დაფიქრებულხარ, რომელი გეყიდა: ცხელი სიმინდი, თუ ცივი სასმელები? საუკეთესო არჩევანია — ორივე, საინტერესო კი ისაა, სიმინდი მარილით გიყვარს, თუ უმარილოდ?
ფოტო: Giphy
ზაფხულის ისტორიები უამრავია, ზოგი ფილმივითაა, ზოგიც ფოტოალმობივით სწრაფად იფურცლება. საინტერესოა, რა ისტორიას ჰყვები შენ?
სელფი მობაილმა თავისი ორი წლის დაბადების დღეს დაამთხვია ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა — ვილაპარაკოთ, სწორედ მისი ნაწილია საზაფხულო კამპანიაც.
სელფის სჯერა, რომ კომუნიკაცია მხოლოდ ზარები, ინტერნეტი და შეტყობინებები არ არის. ეს ადამიანურობის, აზრების გაზიარების, გულწრფელი ამბების თქმის უნარია. სწორედ ამიტომ გვთავაზობს, რომ ერთად ვილაპარაკოთ.
ახალი პლატფორმის ფარგლებში სელფი ქმნის კამპანიების სერიებს, რომლებიც ცოცხალ, რეალურ თემებს ეხება — ზაფხულის კამპანია ზღვაზე, მზეზე და მეგობრობაზე მოგვითხრობს.
სელფი მობაილი გვთავაზობს, რომ ვილაპარაკოთ, არა მარტო პროდუქტებსა და ტექნოლოგიებზე, არამედ ადამიანებზე, ემოციებზე, ზაფხულზე, მეგობრობაზე.
ვილაპარაკოთ იმაზე, რაც გაბედე და რაც ვერ გაბედე, რაც გამოგივიდა და არ გამოგივიდა, რასაც უბრალოდ ხანდახან იხსენებ.
ვილაპარაკოთ ცოტა ქარზე, ცოტა მზეზე, ბევრ სიცილზე, საღამოს აუდიოზე გადმოხეთქილ სიმღერებსა და მეგობრების იმ ფრაზებზე, რომლებსაც მთელი ცხოვრება გაიმეორებ.
ახლა შენი ჯერია და, დროა, შენი ზაფხულის ისტორია მოვისმინოთ.
შენი ამბავი როგორ დაიწყო? სად წახვედი ზღვაზე? რომელმა მეგობარმა შეგაცვლევინა გეგმები? ვინ დაგიტოვა ზაფხულის ყველაზე სასაცილო ფრაზა? ხომ ყოველთვის არის ზაფხულის ერთი დღე, რომელიც სხვებზე უკეთ გახსოვს? ერთი მოგზაურობა, ერთი გაბედული ნაბიჯი, ერთი მეგობარი, ვისთან ერთადაც ზღვის ან მთის ხედები სხვანაირად ჩანდა?
გააზიარე შენი ამბავი. ზაფხული მიდის, მაგრამ მისი ამბები ყოველთვის რჩება და ნამდვილად ღირს სალაპარაკოდ.
Credits
Mimosas & Freelance Team
Nino Gordeladze, Natia Kvaratskhelia, Mari Sukhishvili, Irina Sakvarelidze, Sopo Kechkhoshvili, Salome Gordeladze
Elixir Production Studio
Executive Producer - Nata Managadze
Director — Nino Gordeladze
Photographer — Giorgi Nakashidze
Photographer Assistant — Avto Mamulia
Production Manager — Achi Kevlishvili
Production Coordinator — Natashka Doborjginidze
Production Assistant — Iti Keshelava
Production Designers — Tamar Sulakvelidze
Set Dresser — Tazo Bochoidze
Helpers — Ana Qachibaia, Mariam Sulakvelidze
Costume Designer — Elene Gabilaia
Costume Designer Assistant — Nini Natelashvili
Casting Director — Nanuka Sioridze
Make Up — Veriko Bedeladze, Naniko Sulakvelidze
Location Manager — Ana Abashidze
Drivers — Valeri Kevlishvili, Avto Ugulava, Beqa Tsiklauri
Cast — Giorgi Barbakadze, Teona Kublashvili, Jambakur Bakradze, Nanisha Metreveli, Nata Managadze, Achi Kevlishvili, Andria Jaliashvili
Storyboard Artist — Ivane Kipshidze
Post-Production
Editing — Levan Buthkuzi
Motion Design — Koka Kitia
Sound Studio — Avira Sound
Sound Design and Editing — Achi Kevlishvili
Music — Nika Kocharov
Designer — Vano Saginashvili
კომენტარები