ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 Jun. 2025, 14:07

"ირანს არასოდეს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობამ ახალ პიკს მიაღწია, სტაბილურობა უნდა გახდეს მთავარი პრიორიტეტი.

საერთაშორისო სამართლის პატივისცემა აუცილებელია.

ამ წუთში ირანმა უნდა აირჩიოს სარწმუნო დიპლომატიური გზისკენ სვლა.

მოლაპარაკებების მაგიდა ერთადერთი გზაა ამ კრიზისის მოსაგვარებლად."

დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საკუთარ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის უპრეცედენტო გამწვავების ფონზე, ისრაელმა 13 ივნისს, გამთენიისას, ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური სამხედრო იერიში მიიტანა.

ასევე, შეერთებულმა შტატებმა 22 ივნისს ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე, ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე, იერიში მიიტანა, რომლის შედეგადაც The Times of Israel-ის ცნობით, 86 ადამიანი დაშავდა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, დაბომბვის შედეგად ირანის ბირთვულ ობიექტებზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო

რუსეთის ბოლო თავდასხმების შედეგად ენერგოსისტემაში შექმნილი რთული ვითარების გამო, 9 ოქტომბერს უკრაინის ზოგიერთ რეგიონში…