ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის ამოქმედებას გმობენ
ფოტო: საია
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის ამოქმედებას გმობენ. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
"ჩვენ, ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს — "სამოქალაქო საზოგადოების ფონდს", "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს", "საფარს", "მომავლის აკადემიას" და "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს" — რომელთა წინააღმდეგაც 17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ, მურუსიძის სასამართლოს გამოყენებით, მიმართა ყოვლისმომცველი და კონფიდენციალური ინფორმაციის მოთხოვნით.
ეს მოთხოვნა არ ეფუძნება არც სამართლებრივ საფუძველს და არც ლეგიტიმურ ინტერესს. იგი წარმოადგენს პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმს და მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას. მოთხოვნილი ინფორმაცია მოიცავს ჩვენს ბენეფიციარებზე — მათ შორის ქალებზე, ბავშვებზე, ძალადობის მსხვერპლზე, უმცირესობებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე — პირად, საბანკო, სამედიცინო და სოციალური მონაცემებს. მათი დაცვა ჩვენი პროფესიული და მორალური ვალდებულებაა", — წერია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ ისინი ბრძოლას გააგრძელებენ და არ აპირებენ "იცხოვრონ რუსული წესებით."
"ჩვენ ვაცხადებთ მკაფიოდ და ერთხმად — ამ ბრძოლაში არავინ რჩება მარტო. სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ეს იდეოლოგიური და ინსტიტუციური დევნა წარმოადგენს რუსული მოდელის პირდაპირ კოპირებას. ჩვენ არ დავუთმობთ საქართველოს მომავალს — არც ივანიშვილის რეჟიმს, არც მურუსიძის სასამართლოს, არც პუტინისა და ლუკაშენკოს ავტორიტარულ სისტემას.
ჩვენ ვიბრძვით ერთად — ერთმანეთისთვის, ჩვენი ბენეფიციარებისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის.
ჩვენ არ ვცხოვრობთ და არ ვიცხოვრებთ რუსული წესებით", — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას უერთდებიან:
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
-
გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია — ეკო სამოქალაქო აქტივობის ცენტრი;
-
ლაკმუსი;
-
პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის;
-
NEOGENI RICDOG - სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”;
-
წერტილი;
-
თბილისი პრაიდი;
-
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია;
-
ადამიანის უფლებათა ცენტრი;
-
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
-
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი;
-
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
-
კანონის უზენაესობის ცენტრი;
-
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI);
-
ევროპის ფონდი;
-
EECMD;
-
სამოქალაქო იდეა;
-
მწვანე ალტერნატივა;
-
პრევენცია პროგრესისთვის;
-
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
-
დემოკრატიის მცველები;
-
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი — GCRT;
-
პროაქტივ ჯგუფი;
-
საქართველო შშმ ქალთა ალიანსი;
-
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
-
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
-
Neo Tv და ქართული მედია ჯგუფი (GMG);
-
პლატფორმა "სალამ";
-
საქართველოს ევროპული ორბიტა;
-
სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრი;
-
საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
-
დემოკრატიის ინსტიტუტი;
-
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
-
პლატფორმა "სოციალურად დაუცველთა გვერდით";
-
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია;
-
მედიაომბუდსმენი;
-
საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
-
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი;
-
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
-
ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლი;
-
ყვარლის ევროკლუბი;
-
სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის;
-
ოპიოდოკი.
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები