გენპროკურორმა გაბიტაშვილმა პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების საქმეების პროკურორები დააჯილდოვა
გენერალური პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, პროკურატურის 136 თანამშრომელი, მათ შორის პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების საქმეების პროკურორები დააჯილდოვა.
სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა პროკურატურის 118 თანამშრომელს; სახელმწიფო სპეციალური წოდება ვადამდე მიენიჭა 15-ს; პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება — 3 თანამშრომელს.
პროკურატურის თანამშრომლებს შორის არიან პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა საქმეების პროკურორები, რომელთა ნაწილი სანქცირებულია ევროპის ქვეყნების მიერ.
ნეტგაზეთის ცნობით, გაბიტაშვილის მიერ დაჯილდოებულ პროკურორებს შორისაა:
ანი ხუბეჯიშვილი — მათე დევიძის, დავით ლომიძის, თეიმურაზ ზასოხაშვილის და არჩილ მუსელიანცის პროკურორი;
ვაჟა თოდუა — დავით ხომერიკის, 8 და 11-პირიანი საქმეების პროკურორი;
თამარ იაკობიძე — ანატოლი გიგაურის, დანიელ მუმლაძის გურამ ხუტაშვილისა და საბა ჯიქიას საქმეების პროკურორი;
თორნიკე გოგეშვილი — მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი;
ნუგზარ ჭიტაძე — ნიკა კაციას, ანტონ ჩეჩინის, თედო აბრამოვის, ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის საქმეების პროკურორი;
შმაგი გობეჯიშვილი — გიორგი ახობაძის საქმის პროკურორი;
ვახტანგ ცალუღელაშვილი — 8 და 11-პირიანი საქმეების პროკურორი.
გაბიტაშვილის თქმით, მათი "ყოველდღიური შრომა, პროფესიონალიზმი, სიმტკიცე და პრინციპულობა უზრუნველყოფს, რომ "სამართალი" იყოს არა ლიტონი სიტყვა, არამედ უმაღლესი ღირებულება, რომელიც იცავს თითოეული მოქალაქის უფლებებს".
"გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს — კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა პროკურატურის 118 თანამშრომელს, სახელმწიფო სპეციალური წოდება ვადამდე მიენიჭა15 თანამშრომელს. ასევე პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა 3 თანამშრომელს და დაჯილდოვდნენ შესაბამისი სამკერდე ნიშნით: რევაზ ბაღაშვილი — საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, ზაზა მეტონიძე — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, იამზე ვაშალომიძე — ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები