საფრანგეთის მინისტრის "შეურაცხმყოფელი" განცხადების გამო ირანში ქვეყნის ელჩი დაიბარეს
ფოტო: Reuters
კანის წლევანდელ კინოფესტივალზე ირანელმა რეჟისორმა ჯაფარ პანაჰიმ მთავარი ჯილდო, ოქროს პალმის რტო, დაიმსახურა. თრილერის ჟანრის ფილმი, It Was Just an Accident ("ეს მხოლოდ შემთხვევა იყო"), პანაჰის თავსგადახდენილ რეალურ ამბებს ეყრდნობა. რეჟისორი, რომელიც ირანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულადაა განწყობილი, საკუთარ სამშობლოში დაპატიმრებული იყო და ფილმების გადაღება აკრძალული ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც პანაჰიმ კანის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ თქვა, რომ ეს გამარჯვება "ირანის მჩაგვრელი რეჟიმისადმი წინააღმდეგობას გამოხატავდა". ბაროს ამ განცხადებამ ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობაზეც მოახდინა გავლენა, რადგან ირანში საფრანგეთის ელჩი დაიბარეს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ტანჰაიმ კი თავისი კოლეგა "შეურაცხმყოფელი კომენტარისა და უსაფუძვლო ბრალდებების" გაკეთებაში დაადანაშაულა.
საფრანგეთის ელჩთან შეხვედრისას, ტანჰაიმ აღნიშნა, რომ ბაროს განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში "აშკარა ჩარევა" იყო. ირანელი პოლიტიკოსი ამატებს, რომ ეს კომენტარი "უპასუხისმგებლო და პროვოკაციულია", საფრანგეთს კი ირანზე განცხადების გაკეთების "მორალური უფლება საერთოდ არ აქვს", რადგან "ღაზაში პალესტინელებს მხარს არ უჭერს". ტანჰაიმ საფრანგეთის მთავრობისგან ოფიციალური ახსნა-განმარტებაც მოითხოვა, ელჩმა კი აღნიშნა, რომ დანაბარებს პარიზს გადასცემს.
რაც შეეხება ჯაფარ პანაჰის, იგი ირანის ხელისუფლების კრიტიკის გამო, არაერთხელ აღმოჩენილა საპატიმროში. ბოლოს მას ექვსწლიანი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ შვიდი თვის შემდეგ, 2023 წლის თებერვალში გათავისუფლდა. მანამდე, 2010 წელს, მას ასევე მისჯილი ჰქონდა ექვსწლიანი პატიმრობა ანტისამთავრობო აქციების მხარდაჭერისა და "სისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდის" ბრალდებებით.
თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, რეჟისორს 20 წლით აეკრძალა ფილმების გადაღება და ქვეყნიდან გასვლაც შეეზღუდა. აკრძალვების მიუხედავად, ოქროს პალმის რტოს მფლობელი ფილმი მან ირანში მალულად გადაიღო. კანის კინოფესტივალზე წარმოთქმულ სიტყვაში, პანაჰიმ ირანელებს "გაერთიანებისკენაც" მოუწოდა.
"ვერავინ უნდა ბედავდეს, გვითხრას, როგორ ჩავიცვათ, როგორ მოვიქცეთ ან არ მოვიქცეთ", — აღნიშნა რეჟისორმა და თქვა, რომ თეირანში დაბრუნებას აპირებს, — "როგორც კი ჩემს საქმეს აქ დავასრულებ, ირანში დავბრუნდები და საკუთარ თავს ვკითხავ, შემდეგი რა ფილმი გადავიღო".
ხელოვანები, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით ან აქტივიზმით ირანის ხელისუფლებას, დადგენილ რელიგიურ თუ კულტურულ ნორმებს ეწინააღმდეგებიან, ქვეყანაში გამუდმებით იდევნებიან და ხდებიან ცენზურის მსხვერპლნი. პატიმრობასთან ერთად, რეჟიმის მოწინააღმდეგეებთან გასასწორებლად ირანში სასჯელის უმაღლესი ზომაც გამოიყენება; ცნობილ ირანელ მუსიკოს ამირ ტატალუს რამდენიმე თვის წინ სიკვდილი მიუსაჯეს.
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები