მე გადავწყვიტე, გავხსნა დებატები ჩვენი მოკავშირეების ჩვენი ბირთვული შემაკავებელი საშუალებებით დაცვაზე — მთავარი აქცენტები მაკრონის ვიდეომიმართვიდან
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ მზად არის გახსნას დებატები ევროპელი მოკავშირეების ფრანგული ბირთვული შემაკავებელი საშუალებებით დაცვაზე.
საფრანგეთის ლიდერმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ, ვაშინგტონის არასტაბილური ქცევის ფონზე, ის გამართავს "სტრატეგიულ დებატებს" საფრანგეთის "ბირთვული ქოლგის" გამოყენებაზე ევროპელი მოკავშირეების დასაცავად.
"ჩვენი ბირთვული შემაკავებელი საშუალება გვიცავს. 1964 წლიდან მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში. მაგრამ გერმანიის მომავალი კანცლერის ისტორიული მოწოდების საპასუხოდ. მე გადავწყვიტე გავხსნა სტრატეგიული დებატები ევროპის კონტინენტზე ჩვენი მოკავშირეების დაცვაზე ჩვენი შემაკავებელი ძალებით", — განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ახალმა ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბირთვული თავდაცვის გაფართოებისკენ მოუწოდა. მან 21 თებერვალს განაცხადა, რომ პარიზმა და ლონდონმა უნდა განიხილონ, გავრცელდება თუ არა ბირთვული თავდაცვა მთელ ევროპაზე და დაამატა, რომ ტრამპის ამერიკა უკვე "ინდიფერენტულია ევროპის ბედის მიმართ".
საფრანგეთის ლიდერმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ იგი ხედავს საფრანგეთის განსაკუთრებულ როლს ევროპის ავტონომიისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მცდელობებში, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს "ყველაზე ეფექტური არმია ევროპაში" და ბირთვული ძალა.
მაკრონის ვიდეომიმართვა თხუთმეტ წუთს გაგრძელდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შესაძლო სამშვიდობო შეთანხმება არ უნდა ნიშნავდეს "უკრაინის კაპიტულაციას", რომელსაც უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები სჭირდება.
"მშვიდობა არ შეიძლება (...) გამოხატული იყოს მყიფე ცეცხლის შეწყვეტის დროს", — თქვა ემანუელ მაკრონმა და მინსკის შეთანხმებების წარუმატებლობა გაიხსენა.
"დღეს რუსეთს სიტყვაზე ვეღარ ვენდობით. უკრაინას აქვს საკუთარი თავისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების უფლება და ეს ჩვენს და ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების ინტერესებშია. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ბრიტანელ, გერმანელ და სხვა ევროპელ მეგობრებთან ერთად" — განაგრძო მაკრონმა.
მაკრონის თქმით, რუსეთი "აგრძელებს გადაიარაღებას" და 2030 წლისთვის "თავისი არმიის კიდევ 300 000 ჯარისკაცით, 3000 ტანკით და 300 გამანადგურებელი თვითმფრინავით გაზრდას გეგმავს". ვის შეუძლია დაიჯეროს, რომ რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება? "რუსეთი საფრანგეთისა და ევროპისთვის საფრთხედ იქცა ახლა და მომდევნო წლების განმავლობაში", — დასძინა მან.
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელების დახმარება წინააღმდეგობის გაწევაში, სანამ ისინი არ შეძლებენ მოლაპარაკებას რუსეთთან გრძელვადიან მშვიდობაზე", — ხაზგასმით აღნიშნა მაკრონმა.
მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობა "შეიძლება მიღწეული იქნეს იქ ევროპული ძალების განლაგებით", რომლებიც "არ იომებენ ფრონტის ხაზზე, სამაგიეროდ იქნებიან იქ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რათა მისი სრული პატივისცემა უზრუნველყონ".
ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა, რომ მომავალ კვირას პარიზში "ქვეყნების გენერალური შტაბის უფროსებს შეკრებს, რომლებსაც ამ კუთხით პასუხისმგებლობის აღება სურთ და შეაქო "სოლიდური, მდგრადი და შემოწმებადი მშვიდობის გეგმა, რომელიც უკრაინელებთან და რამდენიმე სხვა ევროპელ პარტნიორთან ერთადაა მომზადებული.
"მინდა მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები ჩვენს მხარეს დარჩება, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, თუ ეს არ მოხდება", — თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმაც.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები