OpenAI-მ ახალ მოდელი GPT-4.5 ჩაუშვა. ის ChatGPT Pro-ს მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. კომპანიაში ახალ მოდელს უკვე უწოდეს "ყველაზე მცოდნე".

"GPT-4.5 OpenAI-ს უახლესი ენის მოდელია, რომელიც GPT-4-ის გაუმჯობესებული ვერსიაა. ის გამოირჩევა უფრო ბუნებრივი კომუნიკაციით და უკეთესი ემოციური ინტელექტით", — აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი მოდელი უკეთ ფლობს ინფორმაციასაც, რას მას იდეალურს ხდის წერისთვისა და პროგრამირებისთვის.

OpenAI აღნიშნავს, რომ GPT-4.5 წინა მოდელთან შედარებით რევოლუციური არ იქნება, მაგრამ ამ მომენტისთვის ის კომპანიის უმსხვილესი დიდი ენის მოდელია (LLM). ახალი მოდელის გამოთვლილი შესაძლებლობები GPT-4-თან შედარებით 10-ჯერ მეტია.

მოდელის განვითარებაში გამოყენებული იყო უფრო დიდი მონაცემთა ბაზები და გაუმჯობესებული ალგორითმები. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ GPT-4.5 გასაწვრთნელად თავისი o1 მოდელი გამოიყენა.

"ახალ მოდელს ბევრად უფრო დახვეწილი და ბუნებრივი საუბარი შეეძლება", — განაცხადა OpenAI-ის მკვლევარმა, რაფაელ გონტიჯო ლოპესმა.

OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა აღნიშნა, რომ მოდელის შემუშავება იაფი ნამდვილად არ დაჯდა, მაგრამ ის ამად ღირს, რადგან მასთან კომუნიკაცია "აზრიან ადამიანთან საუბარს" ჰგავს.

ფოტო: OpenAI

აღსანიშნავია, რომ მაისისთვის GPT-5-ის ჩაშვება იგეგმება.

სემ ალტმანმა ერთი თვის წინ ისიც თქვა, რომ OpenAI-ში იციან, თუ როგორ შექმნან ხელოვნური ზოგადი ინტელექტი (AGI). იმის დაზუსტებით თქმა, თუ როდის გაჩნდება AGI რთულია, მაგრამ GPT-4.5 ამ გზისკენ მიმავალი ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.