მოხალისეებმა დიდთოვლობისგან დაზარალებული გურიის სოფლების დასახმარებლად Facebook-ჯგუფი "მოხალისეები გურიისთვის" შექმნეს
დიდთოვლობისგან დაზარალებული გურიის სოფლების დასახმარებლად Facebook-ჯგუფი მოხალისეები გურიისთვის შეიქმნა, სადაც ჯგუფის წევრები გურიის სოფლებში დიდთოვლობისგან შექმნილ პრობლემებზე წერენ, მოხალისეები რეგიონის დასახმარებლად ირაზმებიან, თანხებს აგროვებენ და თვითორგანიზებულად ცდილობენ შექმნან ჯგუფები, რომლებიც ჩაკეტილ სოფლებში დარჩენილ მოქალაქეებს დაეხმარებიან.
"ეს ჯგუფი შეიქმნა გურიაში მიმდინარე დიდთოვლობის და სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.
ამჟამად რეგიონის ბევრი სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს, საჭიროა სასწრაფო დახმარება.
ჯგუფის მიზანია:
მოხალისეების კოორდინაცია;
დახმარების შეგროვება და მიწოდება;
ინფორმაციის გაზიარება დაზარალებული ადგილების შესახებ
დამხმარე რესურსების მობილიზება
თუ გსურთ დახმარება, გააზიარეთ ინფორმაცია თქვენი შესაძლებლობების შესახებ (ტრანსპორტი, დრო, რესურსები)", — წერენ ჯგუფის შემქმნელები.
გურიის სოფლების მოსახლეობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს, რადგან მათ წინასწარ არ გაითვალისწინეს რეგიონის მეტეოროლოგიური მდგომარეობა, არც თოვლის საწმენდი მანქანები შეიძინეს, არც ხალხის თოვლისგან ჩაკეტილი სოფლებიდან გაყვანაზე იზრუნეს და არც ხალხის გაზით, ელექტროენერგიითა და საკვებით უზრუნველყოფაზე.
თაკო მიქაძის თქმით, "თოვლს სრულიად მოუმზადებლად შეხვდა მუნიციპალიტეტი".
მელექეთური
"ბებიაჩემმა გადაწყვიტა ჩემთვის გზა გაეკვალა.
ასეთი ამბავია ყველგან.
შუქი ისევ გაითიშა, წყალი არ არის.
და ეს ნამდვილად არ არის სტიქია, ეს არის თოვლი, რომელსაც სრულიად მოუმზადებლად დახვდა მუნიციპალიტეტი და არაფერს ნიშნავს ავთო თალაკვაძის ფოტო თუ რილსი, სადაც ასახულია როგორ დგას საქმიანად ტრაქტორის წინ და ესაუბრება ადგილობრივებს.
არანაირი ამინდისთვის ეგენი მზად არ არიან, მიწამ ჩაიტანა ლანჩხუთი შარშან, იგივე ლანჩხუთი დღეს თოვლში იმარხება", — წერს თაკო მიქაძე.
თათია თოხაძე წერს, რომ ლანჩხუთში ნანგრევებში მოყოლილი 3 მცირეწლოვანი ბავშვის და 2 ზრდასრულის საშველად სამაშველო სამსახურმა მხოლოდ 6-7 საათის შემდგომ შეძლო მისვლა.
შრომისუბანი
"ალბათ დაგაინტერესებთ რატომ? იმიტომ, რომ არ ჰყავდათ ტექნიკა რომელიც შეძლებდა სოფლამდე მისასვლელი გზის გაჭრას. ბავშვების გადარჩენა მხოლოდ მეზობლების დახმარებით გახდა შესაძლებელი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანეს შეუიარაღებელი ხელებით ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები. კარის მეზობლებსაც კი სახლამდე მისასვლელად და თოვლის გასაჭრელად საათ ნახევარი დასჭირდათ", — წერს თათია თოხაძე.
გივი ცინცაძე წერს, რომ ლანჩხუთში, სოფელი აცანაში არც ელექტროენერგია მოეწოდება ხალხს და არც გზაა გაწმენდილი.
აცანა
"გარე სამყაროს მოწყვეტილია სოფელი, ხალხი საკუთარ (ჭიშკრამდეც) ვერ მიდის", — წერს გივი ცინცაძე.
ქრისტინე მუჯირი წერს, რომ მისი სოფელი, ნატანები მოწყვეტილია გარესამყაროს. თოვლი დაახლოებით 1.60 მეტრია."
"აქამდე ელექტროენერგიაც არ იყო, მხოლოდ გუშინ ღამით მოვიდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე არის წყალიც, თუმცა როგორც კი შუქი ითიშება, ავზში წყალი მალევე იწურება.
სურსათი, მათ შორის პური, თითქმის აღარავის დარჩა. მაღაზია ჩვენი სახლიდან შორსაა, მაგრამ იქამდე რომც მიაღწიო, აზრი არ აქვს, მაღაზია არ მუშაობს.
ამ დღეების განმავლობაში გზა ერთხელაც არ გაწმენდილა, მაშინ როცა ეს გზა სხვა სოფლების დამაკავშირებელი ცენტრალური გზაა. მეზობელ სახლში გარდაცვლილი გვყავს, მაგრამ გზის გაუწმენდავობის გამო ხალხი ვერც მისასამძიმრებლად მიდის და არც ის იციან, როგორ უნდა დაკრძალონ. გარდაცვლილის შვილმა გუშინ გამგებელს დაურეკა გზის გაწმენდის თხოვნით, თუმცა პასუხი ასეთი იყო — ხვალ გაწვიმდებაო", — წერს ქრისტინე მუჯირი.
ამის პარალელურად საქართველოს დედაქალაქიდან და რეგიონებიდან მოხალისეები და მოლაშქრეები გროვდებიან, რომლებსაც შესაბამის კლიმატურ პირობებში გადაადგილების გამოცდილება და აღჭურვილობა აქვთ და გურიაში ადგილობრივების დასახმარებლად მიდიან.
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, მათმა ფონდმა დიდთოვლობისგან დაზარალებული გურიის სოფლების დასახმარებლად 20 000 ლარი გამოყო.
ლიკა ბაციკაძე წერს, რომ სურვილის შემთხვევაში Kiwi Vegan Café-ში (მაჩაბლის #6) თერმული ტანსაცმლის, Power bank-ების, დამტენებისა და სხვა ნივთების მიტანაა შესაძლებელი და მათ გურიაში გაგზავნიან.
"ადამიანებთან ერთად მნიშვნელოვანია ცხოველების გადარჩენაც. ამიტომ მზად ვარ გამოვყო თანხა შესაძლებლობის ფარგლებში მათი საჭიროებებისთვის. გთხოვთ, გამომეხმაუროთ ვინც გეგმავთ ამ მიზნით ადგილზე ჩასვლას", — წერს ლიკა ბაციკაძე.
ნიკოლოზ ყოლბაიას წერს, რომ მზადაა საკუთარი კომპანიის ეგიდით 100 "ფოვერბანკი" და 100 სადენი მოხალისეებს გადასცეს.
"ასევე თუ ტრაქტორის საქირაოდ ფინანსებს ეძებთ ესეც შემიძლია გამოვყო", — წერს ყოლბაია.
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
"ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე "ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
კომენტარები