"მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" მანიფესტს აქვეყნებს
"ეს ჩვენი მანიფესტია. გაეცანით, ნახეთ: რა გვტკივა, რას ვუპირისპირდებით, რისთვის ბრძოლას ვაპირებთ", — წერს ფეისბუქ-პოსტში მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვახუშტი მენაბდე.
მენაბდეს თქმით, მანიფესტში მოკლედ არის ყველა სოციალური თემა მიმოხილული და ისინი უკვე მუშაობენ ყოვლისმომცველ დოკუმენტზე, რომელშიც ყველა საკითხს ათობით გვერდი დაეთმობა.
იხილეთ მანიფესტი სრულად:
დღეს ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო. უსამართლობის, უიმედობის, უხმობის, ძალადობის პირისპირ, ჩვენი ბრაზი ზრუნვად ვაქციეთ, ტკივილი - თანადგომად და შრომად. ვდგავართ ყოვლისმომცველი გარდაქმნის გზაზე, რომლის ჰორიზონტზეც ვხედავთ მომავალ ქვეყანას.
ვხედავთ ქვეყანას, სადაც ერთმანეთის გარიყვის, სიძულვილისა და შიშის ნაცვლად, ერთად ვაშენებთ თანასწორ საზოგადოებას;
სადაც ყველა ადამიანი მონაწილეობს ქვეყნის ბედის განსაზღვრაში და მოქალაქეები დემოკრატიას ყოველდღიური ჩართულობით ქმნიან;
სადაც პოლიტიკაზე აღარ ბატონობს დიდი ფული, სიცრუე და პროპაგანდა, ხოლო ხელისუფლება, მდიდარი ერთეულების სადარაჯოზე ყოფნის ნაცვლად, ხალხის ნებას ექვემდებარება;
ქვეყანას, სადაც მოსამართლის განაჩენი შვილს არ მოსწყვეტს ავადმყოფ მშობელს; სადაც კანონი ერთნაირად დაიცავს სუსტსა და ძლიერს;
სადაც ცენტრში თავმოყრილი ძალაუფლება თანაბრად ნაწილდება და ჩვენ საკუთარ ქალაქებს, კუთხეებსა თუ სოფლებს თავადვე ვმართავთ.
ვხედავთ ქვეყანას, სადაც ბავშვები არასდროს შიმშილობენ;
სადაც სწავლის გადასახადისთვის უღირს სამუშაო პირობებზე არავის გვიწევს დათანხმება; სადაც სახლებიდან არ გვასახლებენ;
სადაც მოხუცები დაფასებულნი არიან, ღირსეული პენსიით, უზრუნველი სიბერით;
სადაც ვშრომობთ არა გადარჩენისთვის, არამედ განვითარებისთვის, და შრომის სიმძიმე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად არ გვიჯდება;
სადაც არავის უწევს ვალის აღება მკურნალობისთვის და ხარისხიანი ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომია;
ვხედავთ ქვეყანას, საიდანაც ლუკმა-პურისა და უსაფრთხოების საძიებლად აღარავინ მიდის ემიგრაციაში;
ვხედავთ ქვეყანას, სადაც ყველა მოქალაქე დაცულია განურჩევლად ასაკისა, სქესისა და სექსუალობის, შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური წარმომავლობისა თუ რელიგიური მრწამსისა;
სადაც წამალდამოკიდებულებას, ალკოჰოლიზმსა და აზარტულ თამაშებს არ ეწირება ახალგაზრდობა.
ვხედავთ ქვეყანას, სადაც არც ხარისხიანი განათლებაა პრივილეგია და არც ხელოვნება; სადაც ტრადიციით გადმოცემული სიბრძნე ახალ ცოდნად გადაიქცევა.
ვხედავთ ქვეყანას, სადაც მავთულხლართები ჩვენს ეზოებს აღარ გაყოფენ;
სადაც კულტურის ძეგლები აღარ შეეწირება გულგრილობასა და სიხარბეს; სადაც მშობლიურ სოფლებსა და ბუნებას პირადი სარგებლისთვის ვერავინ მოგვტაცებს.
ვხედავთ თავისუფალ მდინარეებს, ნაყოფიერ მიწებსა და თვალუწვდენელ სიმწვანეს, ქალების ხორუმს, მრავალხმიანობას.
ასეთი ქვეყანა მხოლოდ დემოკრატიაში იქნება შესაძლებელი. მაგრამ დემოკრატია ვერ იქნება, თუ ის არ იქნა სოციალური.
აქამდე, დემოკრატია მარტო არჩევნებზე ხმის მიცემას გულისხმობდა. დემოკრატია უნდა იქცეს ყველას ერთობლივ, ყოველდღიურ სამუშაოდ. ამისთვის კი საჭიროა, ყველას გვქონდეს ღირსეული საარსებო პირობები - სათანადო საკვები, საცხოვრებელი, სამუშაო, განათლება და ჯანდაცვა. ღირსეული საარსებო პირობებისთვის ბრძოლა უნდა გადაიქცეს შრომად საერთო კეთილდღეობისთვის. მთლიანად უნდა შეიცვალოს წესრიგი, რომელიც მხოლოდ სიღარიბესა და უთანასწორობას წარმოშობს და მოქალაქეს აუძლურებს.
ამ სწრაფვას „სოციალ-დემოკრატიას“ ეძახდნენ რუსეთის იმპერიასთან მებრძოლი ჩვენი წინაპრები. პირველი რესპუბლიკის სახით მათ გვიანდერძეს იმის ცოცხალი მაგალითი, რომ სოციალიზმი და დემოკრატია განუყოფელია. საბჭოთა ანექსიამ პირველ რესპუბლიკასთან ერთად ეს რწმენაც შეიწირა და დაგვიტოვა სოციალიზმი დემოკრატიის გარეშე.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ისტორია ჩვენი ხალხის, ბუნებისა და საბჭოთა ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული ძარცვის ქრონიკაა. მთელი დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ამ ისტორიის თანაშემოქმედი ადამიანებისგან შედგება და ამიტომაც ვერ გვთავაზობენ გამოსავალს. ამ ელიტიდან გამოსული ყველა ხელისუფლება, მათივე ანტისოციალური ბუნების გამო, საბოლოოდ ავტორიტარიზმად გადაგვარდა და ძალაუფლების შენარჩუნების იარაღად აქცია ხალხის ერთმანეთზე წაკიდება.
წინა რეჟიმი "თავისუფლების" სახელით სწირავდა ხალხის ნაწილს უთანასწორობისთვის და უთელავდა ღირსებას. ქართული ოცნება "ეროვნული თვითმყოფადობის" ნიღბით გვიქმნის მტრის ხატებს, აკანონებს ტერორს, "მშვიდობის" სახელით უსამართლობასთან შეგუებას გვაიძულებს.
ამ ყველაფრის გასამართლებლად ქვეყანას დაპატრონებული ოლიგარქი მიგვითითებს, რომ არაფრითაა ნაკლები მსოფლიოს ოლიგარქებზე, ვინც წესად აქცია ძლიერის მიერ სუსტის ჩაგვრა, ბუნების ბოლომდე განადგურება, საერთაშორისო სამართლის რღვევა. ამიტომაც ეძებს ქართული ოცნება დასაყრდენს მსოფლიოს ანტიდემოკრატიულ ძალებს შორის, რაც, საბოლოოდ, უმწეოს გვტოვებს რუსეთის იმპერიული ზრახვების პირისპირ.
ჩვენ არ ვაპირებთ მსოფლიოს ბატონ-პატრონების ლოდინს, რომ მათ ჩვენი პატარა ქვეყნის ბედი გადაგვიწყვიტონ. სამოქალაქო მშვიდობასაც და უსაფრთხოებასაც სჭირდება ძლიერი მოქალაქეების ერთობა, საღი აზრი და ერთმანეთზე ზრუნვა - ჩვენ გვჭირდება სოციალური დემოკრატია! დღევანდელ მსოფლიო ვითარებაში კი, ასეთი სახელმწიფოს შენება მარტო ევროპულ წიაღში მოხერხდება - და ისიც მხოლოდ ჩვენივე შრომით, ჩვენივე ძალისხმევით.
ჩვენ ვხედავთ ერთმანეთს.
ვხვდებით ერთმანეთს.
ვდგავართ მხარდამხარ.
ვიწყებთ მოძრაობას
სოციალური დემოკრატიისათვის!
შეგახსენებთ, 17 თებერვალს, თბილისში მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის დაფუძნდა. მოძრაობის დაფუძნების ღონისძიება ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეზე, მის ბიუსტთან გაიმართა.
მოძრაობა სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე მოქალაქეებს აერთიანებს, რომელთაც სჯერათ, რომ საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა სოციალური დემოკრატიაა. ისინი არა მხოლოდ აკრიტიკებენ წარსულსა და დღევანდელობას, არამედ აქვთ საერთო ხედვა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
ასევე იხილეთ:
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
კომენტარები