თამარ ონიანი

11 Jan. 2025, 19:04

რაც ახლა სასამართლოში ხდება პირდაპირ არღვევს დაცვის უფლებას.
ბრალდებულის სავალდებულო დაცვის უფლების მიზანია ბრალდებული არ დარჩეს ადვოკატის გარეშე.

თუ ბრალდებულს მის მიერ უკვე არჩეული ადვოკატი ჰყავს, მაგრამ სასამართლო პროცესის ორგანიზება არ იძლევა ეფექტიანი და პრაქტიკული კომუნიკაციის საშუალებას - ბრალდებული რჩება დაცვის უფლების გარეშე.

ახალი ადვოკატებით ჩანაცვლება არღვევს კიდევ უფრო მნიშვნელოვან გარანტიას, რომ ბრალდებული მის მიერ არჩეულმა ადვოკატმა წარმოადგინოს - შესაბამისად, ბრალდებული ასეც რჩება დაცვის უფლების გარეშე.

სასამართლომ უნდა შექმნას შესაბამისი პირობები საქმის განხილვისთვის- განიხილოს დიდ დარბაზში ბრალდებულების, მიერ არჩეული ადვოკატების ჩართულობით, სადაც იქნება მათ შორის კომუნიკაციის შესაძლებლობა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მნიშვნელოვანი გარანტიის დარღვევა იმდენად მძიმეა, რომ ავტომატურად გამოიწვევს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  3. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
  4. საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
  5. ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ