რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით — რა იცვლება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში?
ფოტო: NEWS.On.ge
"საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში" შესული ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით უკვე მიიღო.
კანონპროექტის ინიციატორები არიან: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი.
საკანონმდებლო ცვლილებები არასამთავრობო სექტორმა უკვე შეაფასა, როგორც ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო და საჯარო სექტორიდან ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნის მორიგი მექანიზმი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორის სალომე შუბლაძის შეფასებით, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, კრიტიკული საჯარო მოხელეების რეორგანიზაციის პროცესის საფარქვეშ სამსახურიდან გათავისუფლების გამარტივებას, მეორეს მხრივ კი — საჯარო სექტორის ყველა დონეზე სრული პარტიული კონტროლის დამყარებას.
რა იცვლება საჯარო მოხელეებისთვის?
ინიციირებული ცვლილებებით ერთი მხრივ, არსებითად და დაუსაბუთებლად ფართოვდება რეორგანიზაციის ცნება, ხოლო მეორე მხრივ, რეორგანიზაციის საფუძველზე, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება ხდება გაცილებით უფრო მარტივი, ვიდრე ეს დღეს მოქმედი კანონით არის განსაზღვრული.
1. შუალედური რგოლის ხელმძღვანელები კარგავენ საჯარო მოხელის სტატუსს
პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები: დეპარტამენტების უფროსები, მათი მოადგილეები აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირებად, კანონის ამოქმედებისთანავე ისინი გახდებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულები.
რას ნიშნავს ეს?
შუალედური რგოლის საჯარო მოხელეები ხდებიან აბსოლუტურად დაუცველები. უწყება მათ გაუფორმებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და ეს ხელშეკრულება მათ არ იცავთ უკანონოდ გათავისუფლებისგან. მათ შეიძლება ხელშეკრულება შეუწყდეთ ნებისმიერ დროს 1 თვით ადრე გაფრთხილების პირობით. ასეთ დროს ისინი მიიღებენ მხოლოდ 1 თვის თანამდებობრივ სარგოს. ასეთი რეგულაცია ტოვებს დიდ სივრცეს თვითნებობისთვის და შესაძლოა, რეგულაცია გამოყენებული იქნას პოლიტიკური დევნისთვის.
2. საჯარო მოხელეების შეფასების წესის ცვლილება
ყველა რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელის შეფასება მოხდება 6 თვეში ერთხელ, ნაცვლად წელიწადში ერთხელ შეფასებისა. წლიური შეფასება იყო წახალისების, ან დაქვეითების საფუძველი, ახალი რეგულაციით შეფასება მოხდება ექვს თვეში ერთხელ
რას ნიშნავს ეს?
შეფასება შესაძლოა გამოყენებული იქნას პოლიტიკური ნიშნით ურჩი საჯარო მოხელეების დასასჯელად. ხელმძღვანელის მიერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, მოხელეს ყოველთვიურად მომდევნო შეფასებამდე დაუკავდეს ხელფასის 20 პროცენტი. ეს არის პირდაპირი ფინანსური სანქცია ურჩი მოხელეების გასატეხად. წელიწადში ორივეჯერ არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში სამსახურიდან საჯარო მოხელე სამსახურიდან გათავისუფლდება. აქამდე, ეს პროცესი 2 წელს მოითხოვდა.
3. შუა რგოლის ხელმძღვანელების ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადას.
დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტა, მაგალითად, მინისტრის გადადგომა, ავტომატურად გამოიწვევს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, მაგალითად, იმავე სამინისტროს დეპარტამენტების უფროსებისა და მათი მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას. გარდა ამისა, შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე ადამიანები დაინიშნებიან დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და ამისთვის კონკურსი საჭირო აღარ იქნება.
რას ნიშნავს ეს?
შუალედური რგოლის მენეჯერები პირდაპირ ხდებიან პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადაზე მიბმული. აქამდე მინისტრების ცვლილების მიუხედავად, დეპარტამენტების უფროსები საკუთარ პოზიციებს ინარჩუნებდნენ. საკანონმდებლო ცვლილებებით, ახალი მინისტრის მოსვლის შემთხვევაში არც ერთი დეპარტამენტის უფროსი აღარ იქნება თანამდებობაზე, ყველას ხელშეკრულების ვადა წყდება და თუ ახალი მინისტრი გადაწყვეტს, მასზე იქნება დამოკიდებული პირველადი სტრუქტურული ერთეულების უფროსების ხელშეკრულებების გაგრძელების საკითხი.
ვიღებთ რეალობას, სადაც არა მხოლოდ მინისტრი და მისი მოადგილე, არამედ დეპარტამენტის უფროსებიც კი სრულად პოლიტიზებული ადამიანები ხდებიან. ჩნდება საფრთხე, რომ უწყება ყველაზე კომპეტენტური და საქმის მცოდნე ადამიანებისგან დაიცლება და მათ ადგილს პოლიტიკური ნიშნით შერჩეული კადრები დაიკავებენ.
4. რეორგანიზაციის შემთხვევებზე მობილობის წესი არ ვრცელდება.
რეორგანიზაციის შემთხვევაში, არსებობდა ვალდებულება მობილობის შესახებ. საკანონმდებლო ცვლილებებით, ეს ვალდებულება უქმდება. მობილობა სავალდებულო ხდება ერთადერთ შემთხვევაში, როცა უწყებების შერწყმა, ან ლიკვიდაცია ხდება.
რას ნიშნავს ეს?
თუ ორგანიზაციაში იწყებოდა რეორგანიზაცია, დაწესებულება ვალდებული იყო, საჯარო მოხელისთვის შეეთავაზებინა სხვა უწყებაში იგივე, ან უფრო დაბალი თანამდებობა და ამ გზით დაეკმაყოფილებინა მოხელე. კანონის ახალი რედაქციით, ეს ვალდებულება აღარ არსებობს და საჯარო მოხელე სამსახურიდან გათავისუფლდება ყოველგვარი კომპენსაციის და ახალი პოზიციის შეთავაზების გარეშე.
რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების თაობაზე მოხელეს უნდა ეცნობოს 1 თვით ადრე. 1 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას მოხელე მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 1 თვით ადრე არ აცნობებენ
5. დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობების შეზღუდვა
კანონპროექტით გათვალისწინებულ პრობლემურ სიახლეებს შორის აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების დაკმაყოფილება არ იწვევს უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენას.
რას ნიშნავს ეს?
საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში საჯარო მოხელეს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა აღარ რჩება. დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, უწყებას უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენის ვალდებულება არ აქვს და თუ მას მიეცა განაცდური და კომპენსაცია, ის არ იქნება 3 თვის თანამდებობრივი სარგოზე დიდი ოდენობით.
და ბოლოს, შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დანიშვნა განხორციელდება პირდაპირ დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამისთვის აღარ არის საჭირო კონკურსი და
რადგან ისინი კანონის ახალი რედაქციით აღარ ითვლებიან საჯარო მოხელეებად, სავალდებულო მოთხოვნა აღარაა არც სახელმწიფო ენის ცოდნა და ასევე არ არის საჭირო მოხელის სერთიფიკატი. ეს მაშინ, შუალედური რგოლის დაქვემდაბარებაში მყოფ პირს სერტიფიკატი სჭირდება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ ამ მოვლენებზე ხელისუფლების მაღალჩინოსნების საჯარო გამოხმაურებები და ამის კვალდაკვალ ,"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დაჩქარებულად დაინიციირებული პრობლემური ცვლილებები წარმოაჩენს, რომ ცვლილებების რეალური მიზანი კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების დემონსტრაციული დასჯა და საჯარო სამსახურის სრული პარტიული დამორჩილებაა.
-
ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით
-
ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა
გადახედვა
-
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით
-
შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს
გადახედვა
-
ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა
გადახედვა
-
სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა
გადახედვა
-
გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის
გადახედვა
-
ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია
გადახედვა
-
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
გადახედვა
-
შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა
გადახედვა
-
შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
გადახედვა
-
საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა
გადახედვა
-
მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა
გადახედვა
-
ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს
გადახედვა
-
Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა
-
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია
გადახედვა
კომენტარები