ტელეკომპანია "იმედი" ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია იმედი ბოლოდროინდელ მოვლენებს სოციალურ ქსელში განცხადებით გამოეხმაურა:
"ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები ტელეიმედის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესახებ. სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფი მოუწოდებს იმედს, ხშირად მუქარის ფორმითაც, რომ ტელეკომპანიამ სხვაგვარად წარმართოს თავისი ეთერი.
შეგახსენებთ, რომ ტელეიმედი არის კერძო კომპანია, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ობიექტური სარედაქციო პოლიტიკა, და შესაბამისად, მაყურებლის მაღალი ნდობისა და რეიტინგის შენარჩუნება.
ტელეარხი ამ ამოცანას ზედმიწევნით კარგად ასრულებს. მაყურებლის მხრიდან მაღალი ნდობა განაპირობებს იმას, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტელეკომპანია იმედი ქართული ტელესივრცის უპირობო ლიდერია. დღეს ჩვენი არხის რეიტინგი მომდევნო ოთხი არხის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება.
სწორედ მაღალი ნდობა და რეიტინგია ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენს ოპონენტებს ტელეკომპანია იმედის ეთერში მოხვედრის და გამოჩენის სურვილი ეზრდებათ. ეს ნდობა და რეიტინგი ასევე გამოწვეულია იმით, რომ ტელეკომპანია იმედს აქვს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა, რომლის ფარგლებში სწორედ ჩვენ ვწყვეტთ, ვის მოვიწვევთ და ამ მოცემულობის შეცვლას არ ვაპირებთ.
მიუხედავად ჩვენი კომპანიის მიმართ არაერთი მადისკრედიტირებელი, ცილისმწამებლური განცხადებისა და შეურაცხყოფის ფაქტებისა, ტელეკომპანია იმედი იყო, არის და იქნება საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული. ჩვენ ვამაყობთ იმ როლით, რომელიც ვითამაშეთ საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. მაშინაც, როცა ვაშუქებდით ევროპულ ღირებულებებს სრულად აცდენილი ნაცმოძრაობის ავტორიტარული რეჟიმის დანაშაულებს თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ და ახლაც, როცა ჩვენს მაყურებელს ვაცნობდით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, ვიზალიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ პროცესს. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ასევე ჩვენი ეთერიდან შეიტყობს.
აქვე ტელეიმედი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მიმართავს, არ დატოვონ რეაგირების გარეშე იმედის ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბური შეტევა, ბულინგი, შეურაცხყოფა და სიძულვილის ორგანიზებული კამპანია.
ტელეკომპანია იმედის თანამშრომლებზე ზეწოლა და ბულინგი რადიკალური ოპოზიციის, მათთან აფილირებული მედია და NGO ორგანიზაციების მხრიდან ყველანაირ ზღვარს სცდება.
არხის ჟურნალისტების დამცირების მცდელობა, უკიდურესად შეურაცხმყოფელი ლექსიკა, ზოგჯერ ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობები, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე მიმდინარე აქციების გაშუქებისას ხელის შეშლა, სოციალურ ქსელებში იმიჯის შელახვის კამპანია და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა კარგად ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა, ბოლშევიკური მეთოდებით განსხვავებულ აზრთან ბრძოლა. ამ ქცევას საერთო არაფერი აქვს არც დასავლურ დემოკრატიასთან და არც ცივილიზებულ სამყაროსთან", — ვკითხულობთ იმედის განცხადებაში.
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
კომენტარები