მწერალთა სახლის თანამშრომლების ნაწილი: "ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს თავის გზას ევროპისკენ"
ფოტო: einrich-Böll-Stiftung
მწერალთა სახლის თანამშრომლების ნაწილი — ლელა შუბითიძე, ირინე ჭოღოშვილი, ვასო გულეური, ნანა ნიბლაძე, მაგდა ცოცხალაშვილი — საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"თავისი საუკუნოვანი არსებობის განმავლობაში ბევრი რამ ახსოვს მწერალთა სახლს — მწერლების დასმენა, დაპატიმრება, დახვრეტა იშვიათობა არ იყო გასული საუკუნის პირველ ნახევარში.
საბჭოთა მემკვიდრეობის შემდეგ მწერალთა სახლმა შეძლო და ჩამოყალიბდა ისეთ ადგილად, რომელიც ღია იყო ყველასთვის. მწერალთა სახლი ბოლო ათწლეულის მანძილზე ყოველთვის მკაფიოდ გამოხატავდა თავის პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მწერალთა სახლი უპირველესად მწერალთა უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვას უნდა უწყობდეს ხელს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამ შეცვალა, რის გამოც მწერალთა სახლს ბოიკოტი გამოუცხადეს მწერლების, გამომცემლებისა და მთარგმნელების დიდმა ნაწილმა.
დღეს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი — ევროპულ ოჯახში დაბრუნება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არსებულმა რეჟიმმა, მწერალთა სახლის უპირველესი მოვალეობა, ლიტერატურული შეხვედრებსა და კონკურსებზე მეტად, მკაფიო პოზიციის გამოხატვაა.
გუშინდელ მშვიდობიან აქციაზე დაარბიეს ჟურნალისტები, ჩვენი მოქალაქეები, დაპატიმრებულია ათობით მშვიდობიანი დემონსტრანტი, მათ შორისაა პოეტი, ზვიად რატიანი.
იმის გამო რომ მწერალთა სახლმა არ გააკეთა არანაირი განცხადება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენ მკაფიოდ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას: საქართველოს ევროპული მომავალი არის შეუქცევადი და კონსტიტუციით განსაზღვრული, მისი დარღვევა სახელმწიფოებრივი დანაშაულია და მიმართულია ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.
დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ პროცესის შეჩერება და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს თავის გზას ევროპისკენ. ვგმობთ გუშინდელ მშვიდობიან აქციაზე მოქალაქეებისა და მათ შორის, ზვიად რატიანის დაპატიმრებას და მოვითხოვთ გათავისუფლდნენ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები“, — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
კომენტარები