გაიცანით ინდ. მეწარმე ლიკა ქურდაძე, საქართველოს ბანკის გათამაშების ერთ-ერთი გამარჯვებული
ფოტო: საქართველოს ბანკი
6 ნოემბერს საქართველოს ბანკის გათამაშების პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 1200-ზე მეტმა ინდ. მეწარმემ ციფრულ არხებში შესრულებული ტრანზაქციების შედეგად, სხვადასხვა ფულადი პრიზი მიიღო. მათ შორისაა ლიკა ქურდაძე, ფინანსისტი, რომელიც საკუთარ საქმიანობაზე გვიამბობს.
„ინდ. მეწარმე დაახლოებით ნახევარი წლის წინ გავხდი, როდესაც საჯარო სამსახურიდან წამოვედი და გადავწყვიტე, დამოუკიდებელი საქმიანობა - ე.წ. ფრილანსინგი დამეწყო ფინანსური მიმართულებით. ამჟამად საერთაშორისო კომპანიებს სრულ ფინანსურ მომსახურებას ვუწევ, რაც მოიცავს ფინანსურ ანალიზს, კონსულტაციებს, ანგარიშგებასა და ზოგად სტრატეგიულ მხარდაჭერას“, - ამბობს ლიკა.
ინდ. მეწარმე იხსენებს, რომ მისი პირველი პროექტი ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული კომპანიის ფინანსურ დეპარტამენტს უკავშირდება. დროთა განმავლობაში კი დაინტერესება გაიზარდა და იგი ახლა უკვე რამდენიმე საერთაშორისო კომპანიას სრულმასშტაბიან ფინანსურ მომსახურებას უწევს.
ლიკა, ისევე, როგორც სხვა ინდ მეწარმეები, გათამაშებაში საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკისა და ბიზნეს ინტერნეტბანკის გამოყენებით ჩაერთო. ამ არხებში შესრულებულ სხვადასხვა აქტივობასა და ტრანზაქციას კი სხვადასხვა ოდენობის ციფრული ბილეთი შეესაბამება. გათამაშების მიზანი ინდ. მეწარმეების ტექნოლოგიურად გაძლიერება, მათი საქმიანობის გაციფრულების ხელშეწყობა და დროისა და რესურსების დაზოგვაში მხარდაჭერაა.
„ჩემი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ტექნოლოგიებთან. ყოველდღიურად მიწევს ტრანზაქციების განხორციელება და ანგარიშების მონიტორინგი. საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკმა თითოეული ოპერაციის შესრულება უფრო სწრაფი და მარტივი გახადა. ახლა უფრო ეფექტურად შემიძლია ვმართო ჩემი ფინანსები, ხარჯები, გადავიხადო გადასახადები და განვახორციელო სხვა საჭირო ოპერაციები.
გათამაშების პირველი 50 ბილეთი ლიკა ქურდაძემ სწორედ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობაილბანკში ავტორიზაციის შედეგად დააგროვა და ახლა გათამაშების სხვა მონაწილეებს რჩევასაც უზიარებს:
„გათამაშების მონაწილეებს ვურჩევდი, რაც შეიძლება მეტი ოპერაცია განახორციელონ ბიზნეს ინტერნეტბანკში და, რა თქმა უნდა, სჯეროდეთ, რომ გაიმარჯვებენ. მე პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, უკვე მეორე ეტაპის გათამაშებისთვის ბილეთების დაგროვებაც დავიწყე“, - აღნიშნავს ლიკა.
გათამაშების ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, ფინანსისტი ფიქრობს, რომ მოგებულ თანხას საკუთარი საქმიანობის გასავითარებლად და ცოდნის გასაღრმავებლად მიმართავს. ახლა კი მისი, როგორც ფრილანსერის სურვილია, უცხოურ კომპანიებთან ერთად, ქართულ ორგანიზაციებთანაც ითანამშრომლოს და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ქვეყნის ფინანსური ბაზრების გასაძლიერებლად მიმართოს.
რაც შეეხება ინდივიდალური მეწარმეებისთვის გათამაშებას, იგი გრძელდება და ნოემბრის ბოლოს მეორე ეტაპის გამარჯვებულებიც გამოვლინდება.
ცნობისთვის, გათამაშების ფარგლებში, 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ინდ. მეწარმეებმა უნდა დააგროვონ ციფრული ბილეთები საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტ ან ბიზნეს მობილბანკში ყოველდღიური ტრანზაქციების შესრულებით - გადარიცხვებით, კომუნალურების დაფარვით, ვალუტის კონვერტაციით და სხვა.
გაიგეთ ყველაფერი გათამაშების შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან, დააგროვეთ ბილეთები და დაელოდეთ მეორე ეტაპის გათამაშებას ან ფინალს. ყოველთვიურ პრიზებთან ერთად, ფინალში, 13 იანვარს, ინდ. მეწარმეებს 50 000, 30 000 და 20 000 ლარის მოგების შანსი ეძლევათ. ფინალში სამივე თვეში დაგროვებული ბილეთები მონაწილეობს.
გათამაშებაში ავტომატურად ერთვება საქართველოს ბანკის მომხმარებელი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები