ანა დოლიძე

ანა დოლიძე

26 Oct. 2024, 18:22

"ჩვენ ვუახლოვდებით ისტორიულ გამარჯვებას, მაგრამ გვჭირდება გადამწყვეტი გოლი, გადამწყვეტი იპონი, რითაც ჩვენ გავიფორმებთ გამარჯვებას ისე, როგორც 1918 წელს და ისე, როგორც 1990 წელს.

ამისთვის მოგმართავთ ყველას, ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილხართ საარჩევნო უბნებთან, განსაკუთრებით მივმართავ ახალგაზრდებს, Gen Z-ის, მათ, ვინც ახლა აძლევს პირველად ხმას, მათ ვინც მანამდე ფიქრობდა, რომ მათ გარეშე ყველაფერი ისედაც გადაწყვეტილია - საქართველოს დამოუკიდებლობა არის თქვენს ხელში. სულ რამდენიმე საათი დარჩა იქამდე, როცა ჩვენ საბოლოოდ უარს ვეტყვით რუსეთს და ოცნებას და ჩვენ კიდევ ერთხელ დავიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.

მოიკრიბეთ ძალა, წადით არჩევნებზე და აჩვენეთ "ქართულ ოცნებას" ვინ არის აქ მთავარი და ვისია ეს ქვეყანა. მილიონ-ნახევარმა ადამიანმა უკვე აჩვენა, რომ არც ტიტუშკების გვეშინია, არც ვიღაც ქურდბაცაცების გვეშინია, არც კოორდინატორების გვეშინია და, საერთოდ, არავინ საქართველოს დამოუკიდებლობაზე ზევით არ დგას."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისის ინოვაციური საგანმანათლებლო ცენტრი "თუმო ქუთაისი" ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრმა…