გიორგი გახარია

გიორგი გახარია

25 Oct. 2024, 19:44

"ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ჩვენ დავბრუნდით ზუსტად იქ, სადაც ვიყავით 2012 წელს. სწორედ ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, თითოეული თქვენგანი მივიდეს საარჩევნო უბნებზე და გააკეთოს თავისი გულწრფელი და რაც მთავარია თავისუფალი არჩევანი. 2021 წელს მუნიციპალური არჩევნების დროს ოცნებამ 800 000 ხმა მიიღო. მას შემდეგ ოცნებამ ბევრი რამ გააფუჭა. კორუფცია აქცია ძალაუფლების შენარჩუნების მთავარ ინსტრუმენტად, დაუპირისპირდა ჩვენს მეგობრებს, ქვეყანა მოაქცია იზოლაციაში, გარდა ამისა ბევრი რამ მოგვატყუა. რაც ყველაზე გასაკვირია, მოგვთხოვა ბოდიშის მოხდა იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოიარეს ეთნიკური წმენდა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლები. საბოლოოდ, ოცნება და მისი ლიდერი იქამდეც დაეცა, რომ გასამართლებით დაემუქრა ახალგაზრდებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური არჩევანის და გემოვნების გამო. 

დღეს ოცნების მაქსიმალური მხარდაჭერა, ყველაფერი ამის შემდეგ, არის მაქსიმუმ 600 ათასი ხმა. ამიტომ, ფაქტია, რომ თუ საარჩევნო უბნებზე მივა 2 მილიონი ამომრჩეველი, ზუსტად ისე, როგორც მოხდა 2020 წელს, მაშინ ოცნების მხარდაჭერა იქნება 28%, ხოლო თუ საარჩევნო უბნებთან მივა 1 მილიონი მაშინ ოცნების მხარდაჭერა იქნება 60%. სწორედ აქ წყდება ქვეყნის ბედი, 1 მილიონი ამომრჩევლიდან 2 მილიონ ამომრჩევლამდე. ფაქტია, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია ამიტომ, გთხოვთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე, არ მისცეთ ხმა ქართულ ოცნებას, არ მისცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას. ხმა მიეცით ნებისმიერ სხვას, ვისაც თქვენი გონება და რაც მთავარია, გული გიკარნახებთ. თუ გააფერადებთ 25 ნომერს, ხმას მოგცემთ ჩვენ, ჩვენ ზუსტად ვიცით როგორ გამოვიყენებთ თქვენ ხმებს, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ არ დავუშვებთ ოცნების დამარცხებას ისე, რომ ნაციონალურ მოძრაობას რამე შანსი ჰქონდეს ხელისუფლებაში დაბრუნების. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა დავამყაროთ მშვიდობა ამ ქვეყანაში ბალანსის პოლიტიკით, რადგან ჩვენ გვენდობიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია ცივსისხლიანად, გონივრულად, პრაგმატულად ესაუბროს რუსეთის ფედერაციას ქვეყნის დეოკუპაციის მიზნებისთვის"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  4. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  5. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშილის ციხიდან გამოგზვანილ წერილებს ეხმაურება: "ნუ გააუფასურებთ…