გვარამიამ კოალიცია "ცვლილებებისთვის" "გეგმა 4-4-4" წარადგინა
ფოტო: ვიკიპედია
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე საარჩევნო პროგრამის მთავარი მიმართულება — "გეგმა 4-4-4" წარადგინა.
გვარამია ამბობს, რომ კოალიციის მიზნები და კამპანია ორიენტირებულია "ერთ საკითხზე, ეს არის სისტემურ ცვლილებები და არა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა. [...]. უნდა მოხდეს დიდი გადატვირთვა, რადგან ჩვენი ამოცანაა ევროკავშირში გაწევრიანება, სწორედ ამ მიზნით შევქმენით ჩვენი კამპანია – 4-4-4".
გვარამიამ აღნიშნა, რომ მათი პროგრამით ცვლილებები იგეგმება 4 ძირითად სეგმენტში.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოთხიანი — კოალიციის საარჩევნო ნომრის წარმოდგენის გარდა, გულისხმობს ოთხ დღეს, კოალიციური მთავრობის შეკრებიდან ოთხი დღის შემდეგ, კოალიცია ცვლილებებისთვის ოთხი სფეროს მთავარი ინიციატივების წარდგენას აპირებს.
"პირველი ინიციატივა, ეს არის ევროკავშირთან ინტეგრაცია. ოთხი დღის განმავლობაში გპირდებით გაიხსნება საქართველოსთვის მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.
მეორე, ეს არის დემოკრატიის სფერო. ვეყრდნობით ქართულ ქარტიას და მიგვაჩნია პრეზიდენტის როლი არის წამყვანი. მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ინიციატივას, მხარს ვუჭერთ ქართულ ქარტიას, ტექნიკური, გარდამავალი ადმინისტრაციის შექმნასთან დაკავშირებით და ჩვენ მხარს დავუჭერთ მის მიერ წარდგენილ კანდიდატს. არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ.
დემოკრატიის საკითხები ასევე მოიცავს, ყველა რუსული კანონის გაუქმება, ოთხ დღეში ამ ინიციატივას ჩვენ დავაყენებთ. იქნება ეს სასამართლოს რეფორმა თუ ასე შემდეგ, გპირდებით 4 დღეში წარმოვადგენთ ამ ინიციატივებს.
მესამე, ეკონომიკა. ჩვენ არ გავცემთ დაპირებებს რომელიც ყველას ყურს ეამება, მაგრამ არ მიგვაჩნია რეალისტურად. შეეხება ეს პენსიებს და ა.შ. თუმცა, ვიმუშავებთ ბოლომდე რომ ამგვარი ცვლილებების მოხდეს საქართველოში.
ეკონომიკის მიმართულებით 4 დღეში ვაპირებთ გადასახედების შემცირებაზე ინიციატივის წამოყენებას. საშემოსავლო გადასახადის დაწევა 15%-მდე, მცირე ბიზნესისთვის რომელიღაც ბრუნვით 400 ათას ლარზე ქვემოთ არის დღგ.-ს გაუქმებას და ასევე, მოგების გადასახადის შემცირება 5%-ით. ჩვენი გათვლებით ეს შეეხება 75% ბიზნესს.
ჩვენი კოალიცია მიიჩნევს, რომ საშუალო და მცირე ბიზნესი არის ამ ქვეყნის განვითარების მთავარი ძრავა, მთავარი დასაყრდენი სიღარიბის დაძლევაში, ქვეყნის განვითარებაში. მათ შორის ბიუჯეტის შევსების კუთხითაც. ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა გადასახედების შემცირება, ეკონომიკის განიერდება არის ბიუჯეტის გაზრდის წინაპირობა.
ჩვენ ვგეგმავთ მაქსიმუმ 4 წლის განმავლობაში ეკონომიკის გაორმაგებას 160 მილიარდზე მეტი იქნება ჩვენი ეკონომიკა. 4 დღის განმავლობაში ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების შემდეგ ვაპირებთ ამ ინიციატივების დაყენებას.
მეოთხე ეს არის განათლება. ინვესტიციები განათლებაში არის ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. 2028 წლისთვის ვგეგმავთ განათლების ბიუჯეტის სრულ შესაბამისობაში მოყვანას საშუალო ევროპულ სტანდარტთან, რაც არის მშპ-ის 5.3%, ეს არის უზარმაზარი ზრდა განათლების დაფინანსების.
2028 წლისთვის ჩვენ ვაპირებთ რომ განათლების ბიუჯეტი არათუ მნიშვნელოვნად გაიზარდოს, არამედ საკმარისი გახდეს განათლების ყველა საფეხურის დაფინანსებისთვის. პირველ რიგში ეს არის სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი განათლება.
ჩვენ ვაპირებთ, შევქმნათ ცოდნის ყულაბა და ამის ინიციატივას წამოვაყენებთ 4 დღის განმავლობაში ახალი მთავრობის შექმნიდან. ეს ოთხი ინიციატივა ეხება საპარლამენტო ინიციატივას, რადგან ვსაუბრობთ გარდამავალ მთავრობაზე, ამიტომ ჩვენ ამას წარვუდგენთ მთავრობას, როგორიც არ უნდა აიყოს მისი კომპოზიცია.
ცოდნის ყულაბა ნიშნავს მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის დაწყებული ბაღიდან დასრულებული უმაღლესი განათლების 5 000-ლარიან ყოველწლიურ დაფინანსებას თითოეული ბავშვისთვის, მოსწავლისთვის, სტუდენტისთვის. ეს გააჩენს კერძო სკოლებს, გაამდიდრებს საჯარო სკოლებს, იქნება კონკურენცია, განვითარდება ეკონომიკა. ცოდნის ყულაბაში დაგროვილი ფული იქნება მხოლოდ განათლების მიმართულებით გამოყენებული.
მეორე პუნქტი ეს არის საუკეთესო 50 უნივერსიტეტში ჩარიცხულთა სრული დაფინანსება, თავისი ცოდნის, სიბეჯითისა და ნიჭიერების გამო. 2028 წლამდე უნდა გავიდეთ იმგვარ რეგულაციამდე რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება უფასო.
ჩვენ წამოვუყენებთ მოთხოვნას სახელმწიფო უნივერსიტეტებს რომ შეიქმნას საერთო საცხოვრებლების პროგრამა, ამას ბიუჯეტიც დააფინანსებს, მაგრამ უნივერსიტეტებმაც უნდა იფიქრონ პირველ რიგში სტუდენტებზე.
აუცილებლად ვიზრუნებთ მეცნიერებაზე. მაქსიმუმ 2028 წელს მეცნიერების დაფინანსება უნდა გაიზარდოს 1 მილიარდ ლარამდე.
საქართველო არის ქვეყანა რომლის მომავალიც არის ჩვენს შესაძლებლობებში, ჩვენი სიძლიერეა ხალხი. ჩვენ გვიყვარს განათლება და ამის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს", – განაცხადა გვარამიამ.
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
კომენტარები