თამთა მიქელაძე

6 Oct. 2024, 14:31

"უკვე 16 დღეა, რაც აფგან სადიგოვი, უკანონო პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ციხეში შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. მეუღლემ პარასკევს მოინახულა ციხეში და გამიზიარა, რომ მას დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი არ შეუძლია - იმდენად სუსტადაა.

აზერბაიჯანში მეორე უკანონო პატიმრობის დროს ის 242 დღე შიმშილობდა, რა დროსაც წონაში 95 კგ-დან 40 კგ-მდე დაიკლო. მას განუვითარდა მძიმე დაავადებები და რეაბილიტაციისთვის რამდენიმე თვე დასჭირდა. საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანიც წინა წელს სწორედ სათანადო რეაბილიტაცია იყო. ხელახალი შიმშილობა მისთვის ძალიან რთულია და არავინ იცის, როგორ გადაიტანს ამ პროცესს მისი დასუსტებული ორგანიზმი.

ადამიანი ციხეში ჩააგდეს მაშინ, როცა აზერბაიჯანს, ჯერ ექსტრადიციისთვის შესაბამისი სისხლის სამართლის მასალებიც კი არ გამოუგზავნია და არც აფგან სადიგოვისთვის გადაუცია პროკურატურას".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?

განათლების სამინისტრო 866 231 ლარის დახარჯვას გეგმავს მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავი ღონისძიების…