ალეკო ელისაშვილი: "მოქალაქეები" უფასო სარეკლამო დროით სარგებლობისთვის 10 ათასი ლარით დაჯარიმდნენ
სატელევიზიო რეკლამების აკრძალვა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ რეკლამებში ხელისუფლების კრიტიკაა, არაკანონიერია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქართული ოცნება პანიკაშია. ამის შესახებ ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეები მათთვის განკუთვნილი უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდნენ.
დეპუტატის განცხადებით, ასევე კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ სარეკლამო რგოლის გაშვებაზე უარი თქვა ტელეკომპანია იმედმა მხოლოდ იმიტომ, რომ რეკლამა იწყება შემდეგი ფრაზით, ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა თავისი დაპირებები“. როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ქართული ოცნება რეკლამის აკრძალვის აბსურდულ მიზეზს ასახელებს - მათ უნდა დაამტკიცონ, რომ დაპირებები ნამდვილად არ შესრულდა. მისივე თქმით, მათ შეუძლიათ პირდაპირ ხალხს კითხონ, რადგან ხალხმა ოცნების შეუსრულებელი დაპირებების შესახებ ისედაც კარგად იცის.
"ჩვენ ვხედავთ, როგორი დაფეთებულია ქართული ოცნება და შიშისგან და პანიკისგან ათას სისულელეს და ათას უკანონობას სჩადიან. ორი დღის წინ ხელისუფლების მთავარმა პროპაგანდისტულმა რუპორმა, ტელეკომპანია იმედმა შეაჩერა ჩვენი კოალიციის, ძლიერი საქართველოს სარეკლამო, საარჩევნო კლიპი სრულიად აბსურდული მიზეზით. კლიპი იწყება ასეთი ფრაზით, რომ ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა საარჩევნო დაპირებები. ამ ერთი ფრაზის გამო დაგვიწესეს ცენზურა და შეაჩერეს კლიპი. მიზეზად მოაქვთ ის, როგორ დაამტკიცებთ, რომ არ შეასრულაო? ახალი პოლიტიკური ანეკდოტი, ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერში გადაგვაგდეს, რასაც დაგვპირდნენ და კიდევ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ სინამდვილეში გადაგვაგდეს? აბა გავიხსენოთ, 5 მილიონი თითოეულ სოფელს, ხო თქვა ბიძინა ივანიშვილმა? თქვა. ხო ამბობდა, როგორც კი ხელისუფლებაში მოვალთ ბენზინის ფასი განახევრდებაო — განახევრდა? წყალი, გაზი, ელექტროენერგია უფასო იქნებაო, საჯარო მოხელე ვერ იცხოვრებს საშუალო ქართველ მოსახლეზე უკეთესადო, 100 ქარხანაო, უფასო გრძელვადიანი ფულიო... ყველამ ხომ ვიცით, რომ აქედან არცერთი დაპირება არ შეასრულა, და ახლა ჩვენ გვედავებიან, დაამტკიცეთ, რომ არ შესრულდაო.
მათ უბრალოდ შეუძლიათ ხალხს კითხონ. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს არასდროს შეუსრულებია 100 ქარხნის დაპირება, ან დაპირება უფასო ფულთან დაკავშირებით. ან დაპირება, რომ ფასები შემცირდებოდა. და ასე შეგვიძლია გავაგრძელოთ დაუსრულებლად. ზოგადად, ქართველები ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ქართული ოცნების ამომრჩევლებმაც კი იციან, რომ ბიძინას საკუთარი დაპირებები არ შეუსრულებია.
ქართული ოცნების მიერ ამ რეკლამის აკრძალვა არის მორიგი თავდასხმების სერია ჩვენს დემოკრატიაზე, რაც უბრალოდ მხოლოდ ქართული ოცნების პანიკაზე მეტყველებს. მათ დააკავეს და სცემეს ჩვენი მხარდაჭერები, აქტივისტები. ისინი ურეკავენ და თავისი ჭკუით აშინებენ ოპოზიციურ ლიდერებს, აქტივისტებს. ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების დევნისთვის, იყენებენ ანტიკორუფციულ ბიუროს.
მათ არაკანონიერად აკრძალეს სატელევიზიო რეკლამები, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ რეკლამებში ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით. პარტია მოქალაქეებს შეუზღუდეს და აუკრძალეს რეკლამის გაშვება, მეტიც სასამართლომ დააჯარიმა კიდეც იმ რეკლამის გამო, რომელიც უბრალოდ ხალხს ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებდა. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ოცნებამ იცის, რომ მხოლოდ 26 დღე დარჩა.
მოვუწოდებთ ჩვენს მეგობრებს და საერთაშორისო პარტნიორებს, გაითვალისწინონ: ქართული ოცნება არის პანიკაში, რის გამოც ისინი სულ უფრო და უფრო ექსტრემალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა ქართველთა უმრავლესობამ არ გამოავლინოს თავისი დემოკრატიული ნება. ყველამ უნდა იცოდეს რაც ხდება", — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები