ბახმაროს გადარჩენის საინიციატივო ჯგუფი: კომპანია ბახმაროში მშენებლობის დასაწყებად გარკვეულ სამუშაოებს უკვე ახორციელებს
ბახმაროს გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი არმაზ ახვლედიანი ინტერპრესნიუსთან აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანია ბახმაროში მშენებლობის დასაწყებად გარკვეულ სამუშაოებს შენიღბულად ახორციელებს მიუხედავად ამისა, მრავალბინიანი კომპლექსის აშენების უფლებას არ მისცემენ და ამ ფაქტს შეეწინააღმდეგებიან.
"სამშენებლო კომპანია ჩასაფრებულია და ელოდება ხელსაყრელ მომენტს, რომ დაიწყოს სამშენებლო პროცესი, მე ხშირად ვარ ხოლმე ბახმაროში და ვიცნობ სიტუაციას. კომპანია ყველანაირად ცდილობს, რომ სახელმწიფოს მიერ ერთ ლარად ნაჩუქარი მიწიდან, ბახმაროს დასამარების ხარჯზე, იშოვოს მილიონები. რა შეაჩერებს იმ მტაცებელ კომპანიას, რომელმაც დაასამარა ბათუმი და ახლა მიადგა ბახმაროს?! ელოდება ხელსაყრელ მომენტს, ჩვენ შევეწინააღმდეგებით, ჩვენ არ დავუშვებთ! ჩვენ, აქტივისტები შევეწინააღმდეგებით!" — განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
ბახმაროში ახალი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას სამშენებლო კომპანია ორბი გეგმავს. პროექტისთვის გამოყოფილია 8 ჰექტარი მიწა, აქედან 7 ჰექტარზე უნდა მოეწყოს რეკრეაციული ზონა, 1 ჰექტარზე — სასტუმრო კომპლექსის შენობა.
მიმდინარე წლის თებერვალში ორბი ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ ეს პროექტი იქნება ერთგვარი ლოკომოტივი კურორტის განვითარებისთვის, საფუძველი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, დამატებითი ტურისტული ნაკადების გაზრდისთვის და ახალი ინფრასტრუქტურისთვის.
კომპლექსის დასრულების ვადა 2025 წლის დეკემბერი იყო, თუმცა მთავრობის განკარგულებით 2 წლით გახანგრძლივდა და 2027 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. საინიციატივო ჯგუფის ბახმაროს გადარჩენისთვის წარმომადგენლები პროექტის სრულად შეჩერებას ითხოვენ. მათ ამ მოთხოვნით პეტიციაც კი შექმნეს.
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
კომენტარები