ხაზარაძის თქმით, გახარიას მხრიდან გაერთიანების ჩაშლის "მთავარი არგუმენტი, ბატონი ცუცქირიძის ინტერვიუ იყო" — რა თქვა ცუცქირიძემ ინტერვიუში?
"მადლობა მას [პრეზიდენტს] "სადილი ორისთვის", მაგრამ ალბათ კარგი იქნება "სადილი ყველასთვის", — ამის შესახებ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედნის ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ 19 სექტემბერს განაცხადა.
ფორმულას ეთერში ცუცქირიძემ ისიც თქვა, რომ არაა ბოლომდე დარწმუნებული იმაში, რომ "ასეთი გაერთიანება არის მთავარი ამოცანისკენ სავალი ერთადერთი და საუკეთესო გზა".
"მე მოვიტყუები ვთქვა, რომ ახლა დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ასეთი გაერთიანება არის მთავარი ამოცანისკენ სავალი ერთადერთი და საუკეთესო გზა, რომლისკენაც ყველას გვინდა, რომ მივიდეთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პარტიის დამარცხება და საქართველოს დემოკრატიისკენ და ევროპისკენ შემობრუნება", — განაცხადა ცუცქირიძემ.
გახდა თუ არა ცუცქირიძის აღნიშნული განცხადებები ხაზარაძე-გახარიას ორდღიანი მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, გუშინ, 19 სექტემბერს, კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის ლიდერმა და პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთმა მონაწილემ, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გიორგი გახარიას მხრიდან გაერთიანების ჩაშლის "მთავარი არგუმენტი, ბატონი ცუცქირიძის მიერ ტელეკომპანია ფორმულასთვის მიცემული ინტერვიუ იყო, რაც ამ მოლაპარაკებებში არასერიოზულად გამოიყურება".
ფორმულას ეთერში ლევან ცუცქირიძის ინტერვიუს რომ დავუბრუნდეთ, ჟურნალისტმა სოფიო ხუნწარიამ თქვა, რომ საზოგადოებამ თავისუფლების მოედნის ფეისბუქ-სტატუსიდან ამოიკითხა, რომ თავისუფლების მოედანი წინააღმდეგია ამ გაერთიანების და ცუცქირიძეს ჰკითხა:
— ხართ თუ არა თანახმა გახარიას გუნდს შეუერთდეთ?
"მაგიდაზე სამუშაო ვარიანტები დევს, ამ სამუშაო ვარიანტებზე ვმსჯელობთ პრინციპებიდან გამომდინარე. მე მგონია, რომ ეს კოალიცია თუ გააგრძელებს გაფართოებას, ეს არ იქნება გაფართოების დასასრული. ვფიქრობ, კიდევ შემოგვიერთდება ბევრი საინტერესო ადამიანი, ბევრი საინტერესო პოლიტიკური ჯგუფიც.
…თავისუფლების მოედნისთვის მანდატების საკითხი ან ჩრდილოვანი კაბინეტის საკითხი არ ყოფილა ყველაზე მთავარი. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია საკითხები როგორც წარსულ, ისე მომავალ გეგმებზე. წარსული ეხება ადამიანის უფლებათა საკითხებს, დემონსტრაციებს, დემონსტრაციების დარბევას. მნიშვნელოვანია მომავლის საკითხები, როგორ ვხედავთ თეორიულ ერთობაში დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, როგორ ვხედავთ დამოუკიდებელ გამოძიებას, პარლამენტს...ამიტომ, აუცილებელია გაერთიანების შემთხვევაში ისეთი მექანიზმების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ამის გაკეთებას", — უპასუხა ლევან ცუცქირიძემ.
19 სექტემბერს. გიორგი გახარია დაადანაშაულა, ასევე, გაერთიანებაზე მოლაპარაკებების ჩაშლაში კოალიცია ძლიერი საქართველოს კიდევ ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოლაპარაკებები გიორგი გახარიამ ჩაშალა.
დოლიძის თქმით, მამუკა ხაზარაძემ საფუძველი დაუდო ახალ პოლიტიკურ კულტურას და მომავალში კოალიციურ მმართველობას ჩაუყარა საფუძველი.
შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე კოალიციას — ძლიერი საქართველოსთვის და გიორგი გახარიას პარტიას გაერთიანებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის წინადადება გახარიამაც და ხაზარაძემაც მიიღეს, მაგრამ ორდღიანი მოლაპარაკებები გაერთიანების შესახებ არ შედგა.
-
Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
"ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე "ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა

კომენტარები