კალაძე

კახა კალაძე

10 Sep. 2024, 15:14

"ეს მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, თუნდაც საერთაშორისო მისიებში ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობის, თუნდაც იმ რეფორმებით, რომელიც ხორციელდება. 2012 წლიდან ხელისუფლებაში ვართ, ერთი მაგალითი მომიყვანეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის გზაზე არასწორი ნაბიჯი გადგა, თუ არსებობს ასეთი რამ, მითხარით. თუ არსებობს ასეთი გადაწყვეტილება, გინდ საერთაშორისო პლატფორმებზე, გინდ იმ რეფორმების ფარგლებში, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს?! გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არის მოგონილი თემა. მცდელობა ჰქონდათ და ახლაც აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დააზიანონ. ასე იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ თურმე კანდიდატის სტატუსს არ ვიმსახურებთ და 2 თვეში გაირკვა, რომ ვიმსახურებთ. იმ 2 თვეში რა შეიცვალა? ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენი ქვეყნის დასჯა ჰქონდათ განზრახული.

გახსოვთ, ხალხს ეუბნებოდნენ: თქვენ კარგი ხალხი ხართ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. ანუ, სურვილი ჰქონდათ, რომ ხალხი და ხელისუფლება დაეპირისპირებინათ ერთმანეთთან, მაგრამ არ გამოუვიდათ. სიმართლე ჩვენს მხარეს არის. როდესაც თეთრზე გვეუბნებიან, შავიაო ჩვენ ვალდებულები ვართ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი დავიცვათ და თვალებში ნაცარი არავის შევაყრევინოთ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსული "გიპერგლობუსის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. ეს კომპანია…