აშშ-მა რუსულ ჰაკერულ დაჯგუფებაზე ინფორმაციის სანაცვლოდ ფულადი ჯილდო დააწესა
ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სამსახურის პროგრამა "ჯილდო სამართლიანობისთვის" ფარგლებში 10 მილიონ აშშ დოლარამდე თანხა გადაეცემა მას, ვინც მათ რუსული ჰაკერული დაჯგუფება RaHDit-ის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
ამის შესახებ განცხადება საქართველოში აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა:
"$10 მილიონამდე ჯილდო რუსულ ჰაკერულ ჯგუფ 'RaHDit'-ზე ინფორმაციის სანაცვლოდ.
აღნიშნული ჰაკერული ჯგუფი დაკავშირებულია რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალება 'RT'-სთან და რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან. მისი ხელმძღვანელი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB)-ს ოფიცერი ალექსეი გარაშჩენკოა.
'RaHDit'-ს აქვს სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში ჩარევის ისტორია. ამასთანავე, კიბერშეწყობილი გავლენის ოპერაციებით, ჯგუფი აღიქმება ჩარევის მცდელობის საფრთხედ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია 'RaHDit'-ის, მასთან დაკავშირებული პირებისა და სუბიექტების, ან რუსული მთავრობისგან მართულ მცდელობებზე, რომლებიც მიზნად ისახავს აშშ-ის არჩევნებში ჩარევას, დაუკავშირდით სახელმწიფო დეპარტამენტს Signal-ის, Telegram-ის, WhatsApp-ის ნომერზე: +1-202-702-7843 ან დაცული ბმულიდან, რომელიც წითლადაა მითითებული პოსტერზე. თქვენმა ინფორმაციამ, შესაძლოა, მოგცეთ ჯილდოსა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება", — ვკითხულობთ პოსტში.
კომენტარები