ანა ნაცვლიშვილი

29 Aug. 2024, 11:53

“დღეს აქ ყველანი ერთად ვიქნებით — სამოქალაქო სექტორი, პრეზიდენტი, ოპოზიციონერი დეპუტატები, ამავე დროს, მთელი საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის სამართლის მეცნიერებიც არიან იმ მხარეს, რომელსაც სასამართლოში დღეს ჩვენ წარმოვადგენთ. ქართული ოცნება არის მარტო რუსულ კანონთან, ჩვენ სასამართლოს წინაშე ვითხოვთ, რომ, სანამ სრულად განხილვა დასრულდება შეჩერდეს ამ რუსული კანონის მოქმედება, იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღეში მისი დრაკონული ეფექტები ამოქმედება, თუ კანონი შეჩერებული არ იქნება და ეს საფრთხეა არამარტო მოქალაქეებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის, რადგან რუსულმა კანონმა საქართველოსთვის ევროპის კარი ჩაკეტა. საბოლოოდ მე მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, მაგრამ მთავარი მსაჯული ქართველი ხალხი იქნება, რომლებიც 26 ოქტომბერს, რუსულ კანონსა და რუსეთის მსახურ ხელისუფლებას წარსულში დატოვებენ.

მოსამართლეებზე პოლიტიკური წნეხი, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსამართლეებს მიღებულ გადაწყვეტილებაზე პირადი პასუხისმგებლობა არ ექნებათ. წნეხი ყოველთვის არის, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ახერხებენ, რომ საკუთარ ცდუნებებზე და შიშებზე მაღლა, ქვეყნის ინტერესებს აყენებე".

ასე გამოეხმაურა ძლიერი საქართველოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ჩანიშნულ სასამართლო სხდომას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ