კოსმოსში რვა დღით გაშვებული ასტრონავტები დედამიწაზე 2025 წლამდე ვერ დაბრუნდებიან
NASA-ს ორი ასტრონავტი, რომელიც კოსმოსში 8 დღით გაემგზავრა, დედამიწაზე 2025 წლის თებერვლამდე ვერ დაბრუნდება. Boeing Starliner-ის კოსმოსური ხომალდი კი, რომლითაც ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოხვდნენ, დედამიწაზე ეკიპაჟის გარეშე ბრუნდება. ასტრონავტებს თებერვალში დედამიწაზე SpaceX დააბრუნებს.
ასტრონავტები კოსმოსში 5 ივნისს 8 დღიანი მისიით გაუშვეს, მაგრამ მთლიანობაში ორბიტაზე 8 თვე გაჩერება მოუწევთ. ჩვენ ვიცოდით, რომ შესაძლოა, ასტრონავტები 2025 წლამდე ვერ დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ყველა NASA-ს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდა.
სუნ უილიამსი და ბუჩ ვილმორი ახლა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) არიან. სამწუხაროდ, მისიის პერიოდში, საფრენ აპარატს (Boeing Starliner) ბევრი პრობლემა შეექმნა, რამდენიმე ძრავა ექსპლუატაციიდან გამოვიდა და მოხდა საწვავის გაჟონვაც.
დედამიწაზე დაბრუნების ერთ-ერთი ალტერნატიული გზა SpaceX-ის ხომალდის გამოყენება იყო. ამისთვის კი, ასტრონავტებს სპეციალური ეკიპირება დასჭირდებათ. ორ ასტრონავტს ასეთი ეკიპირება არ აქვს და სწორედ ამიტომ გადაიწია დაბრუნებამ.
NASA-ში განაცხადეს, რომ ასტრონავტები კოსმოსში ხანგრძლივად გაჩერებისთვის მომზადებულები არიან და ეს მათ ჯანმრთელობას პრობლემას არ შეუქმნის. ისინი მომდევნო რამდენიმე თვე ISS-ზე სამეცნიერო სამუშაოებშიც ჩაერთვებიან.
კომენტარები