ბრიტნი სპირსის მემუარებს ფილმად გადაიღებენ
ფოტო: Axelle / Bauer-Griffin / Getty Images
პოპის პრინცესის ცხოვრება მალე დიდ ეკრანზე გაცოცხლდება. ბრიტნი სპირსის ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვით ფილმს იღებენ. დაძაბული აუქციონის შემდეგ, მუსიკოსის მემუარების ეკრანიზების უფლება კინოსტუდია Universal-მა მოიპოვა.
როგორც ცნობილია, ფილმის რეჟისორი Crazy Rich Asians-ის შემქმნელი ჯონ მ. ჩუ იქნება, პროექტის პროდიუსერის როლს კი ოსკარის ნომინანტი მარკ პლატი მოირგებს, რომელსაც ისეთ ცნობილ ფილმებზე უმუშავია, როგორიცაა La La Land. რამდენიმე დღის წინ სპირსმაც განაცხადა სოციალურ ქსელში, რომ პლატთან ერთად "საიდუმლო პროექტზე" მუშაობდა. ჩემი საყვარელი ფილმების შემქმნელიაო, დაამატა პოპვარსკვლავმა.
რადგან პროექტი ჯერ ადრეულ ეტაპზეა, უცნობია, ვინ ითამაშებს ბრიტნის როლს ფილმში. კინოსტუდიას არც სხვა დეტალები არ დაუზუსტებია, მაგრამ მედიაში გავრცელებული ცნობით, სპირსი ფილმზე მუშაობის პროცესში აქტიურად იქნება ჩართული.
ფოტო: Mario Anzuoni / Reuters
ბრიტნი სპირსის ავტობიოგრაფიული წიგნი, The Woman in Me ("ქალი ჩემში"), შარშან შემოდგომაზე გამოიცა და მაშინვე ბესტსელერი გახდა. იანვრის მონაცემებით, წიგნი უკვე ორ მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული და თარგმნილია 26 ენაზე.
მას შემდეგ, რაც პოპვარსკვლავი სასამართლომ მამის 13-წლიანი მეურვეობისგან გაათავისუფლა, ბრიტნის ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემის უფლების მოსაპოვებლად რამდენიმე გამომცემლობა იბრძოდა. საბოლოოდ, ეს უფლება უპრეცედენტო კონტრაქტით, $15 მილიონის სანაცვლოდ ერგო Gallery Books-ს. გამომცემლის შეფასებით, ქალი ჩემში "გაბედული და გასაოცრად ამაღელვებელი ამბავია თავისუფლებაზე, პოპულარობაზე, დედობაზე, გადარჩენაზე, რწმენასა და იმედზე".
- არ ვარ ბედნიერი, ტრავმირებული და განრისხებული ვარ — ბრიტნი სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა
- ბოდიში, რომ გატყუებდით, თითქოს კარგად ვიყავი — ბრიტნი სასამართლოს შემდეგ
აღსანიშნავია, რომ წინათ ბრიტნი თავის ცხოვრებაზე ფილმის გადაღების წინააღმდეგი იყო.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
კომენტარები