ნინი ნუცუბიძის რჩევები საქართველოს ბანკის კამპანიის ჩაინიშნე საკითხავი ფარგლებში
ფოტო: საქართველოს ბანკი
ნელ-ნელა ზაფხული იწურება, თუმცა, ჯერ კიდევ რჩება დრო იმისათვის, რომ ზაფხულის ბოლო საკითხავი გადავშალოთ და კიდევ ერთ ლიტერატურულ თავგადასავალში ვიმოგზაუროთ.
ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციისთვის, საქართველოს ბანკმა იდეათეკების კამპანია — "ჩაინიშნე საკითხავი – გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში" — დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში ბანკმა უნიკალური დიზაინის წიგნები შექმნა, რომელთა მეშვეობითაც, კითხვის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, ლიტერატურულ სამყაროში მათთვის საყვარელ ხელოვნების სფეროს 7 წარმომადგენელთან ერთად იმოგზაურონ.
ახალი თავგადასავლების აღმოსაჩენად, „მეგზურებმა“ 10 წიგნი შეარჩიეს და მათში კომენტარები დატოვეს, რომელთა მეშვეობით მკითხველს აქვს შესაძლებლობა, გაეცნონ იმ ადგილებს, რომლებმაც მეგზურები დააფიქრა, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაუტოვა, ან რაღაც ახალი აღმოაჩენინა.
7 ხელოვანს შორისაა ნინი ნუცუბიძეც, რომელმაც ზაფხულის საკითხავად უილიამ გოლდინგის წიგნი ბუზთა ბატონი შეარჩია.
"ჩემი აზრით, კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა უნარის განვითარებაში ეხმარება ადამიანს. ჩემს შემთხვევაში, მეხმარება ტექსტების წერაში. შეიძლება ზუსტად იმ მომენტში არ გამოვიყენო წაკითხული და განცდილი ემოციები, მაგრამ გამიჩინოს რაღაც ინსპირაცია... დაილექოს და სწორედ მაშინ ამოტივტივდეს გონებაში, როდესაც საჭირო გახდება", — ამბობს ნინი ნუცუბიძე.
განმარტავს, რომ დღევანდელ სამყაროში კითხვის დრო ადამიანებს ნაკლებად რჩებათ, რადგან სულ სადღაც მიგვეჩქარება, სულ რაღაც არის გასაკეთებელი... თუმცა, მაინც, ყველაზე ტკბილია როცა ამ დატვირთული გრაფიკის ფონზე გამონახავ დროს და გადაშლი წიგნს — "მაგალითად, მეტროში... რაღაცნაირად სხვანაირი კონცენტრაციით და სიგემრიელით ვკითხულობ ამ დროს", — გვიყვება ნინი.
მათ, კი ვისაც ახალი ლიტერატურული თავგადასავლის აღმოჩენა სურთ, ურჩევს, აუცილებლად წაიკითხონ ბუზთა ბატონი. მოგზაურობაში მეგზურობას კი მათ ნინი თავად გაუწევს.
უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს 10 რეგიონში მოქმედ საქართველოს ბანკის 23 იდეათეკაში არის განთავსებული.
ამასთან, უნიკალური დიზაინის მქონე წიგნების შეძენა შეზღუდული დროითა და რაოდენობით შესაძლებელია extra.ge–სა და სულაკაურის გამომცემლობის (როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ ლოკაციაზე) მაღაზიებში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს უკვე მეექვსე წელია ახორციელებს — ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს, განათლება რაც შეიძლება მეტი მოსწავლისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკა საქართველოს 10 რეგიონის 23 სკოლაში ფუნქციონირებს და 14 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები