100 მილიონში ერთი — მეთევზემ უიშვიათესი ლობსტერი აღმოაჩინა
ახალგაზრდა მეთევზემ, სახელად ჯოზეფ კრამერმა, ნიუ-ჰემფშირის სანაპიროზე ძალიან საინტერესო ლობსტერს მიაგნო. ლობსტერის ნაჭუჭი ლურჯი, მეწამული და ვარდისფერი პიგმენტებით არის დაფარული.
ასევე: ნახევრად მდედრი და ნახევრად მამრი — ოკეანეში უიშვიათეს ლობსტერს მიაგნეს
კრამერს ლურჯი ლობსტერი აქამდეც ჰყავდა ნანახი, მაგრამ ამ არსებაში ფერების ამდენი კომბინაცია არასდროს ენახა.
ბუნებრივია, გამორჩეულმა ლობსტერმა სადილის თეფშს თავი აარიდა და პირდაპირ Seacoast Science Center-ში ამოყო თავი, სადაც ის ახლა სანიმუშო ეგზემპლარის სახითაა.
ცენტრის დირექტორმა, სემ რუტკამ დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად უიშვიათესი ლობსტერია. მისი თქმით, ასეთი მუტაცია 100 მილიონში ერთხელ ხდება.
იმის გამო, რომ ასეთი ლობსტერები კარგად ვერ ინიღბებიან, მათ მტაცებლები უფრო მარტივად ამჩნევენ. სწორედ ამიტომ, ახალი აღმოჩენა საინტერესო და საყურადღებოა.
ტიპური ლობსტერის ნაჭუჭი შეიძლება მოყავისფრო ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ის წითელი, ყვითელი და ლურჯი პიგმენტებისგან შედგება. გენეტიკურმა მუტაციებმა კი, ზოგჯერ შეიძლება ერთი პიგმენტი უფრო გამოსაჩენი გახადოს.
კომენტარები