თეგეტამ გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, ობლიგაციების მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, ₾15 მილიონი წარმატებით განათავსა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგმა კაპიტალის ბაზარზე 15 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები წარმატებით განათავსა. მორიგი ემისია კომპანიამ 20 მილიონი ევროს ეკვივალენტი ობლიგაციების მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში განახორციელა. ტრანზაქციის მხარდამჭერი გალტ & თაგარტია.
თეგეტა ჰოლდინგმა საპროცენტო განაკვეთის 2024 წელს გაუმჯობესებული ფიქსირებული ნიშნული შეინარჩუნა და ობლიგაციების სარგებელი 13.5%-ით განსაზღვრა. კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ნახევარწლიურად დაიფარება.
მანანა ხინაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "ჩვენს პარტნიორთან, გალტ & თაგარტთან ერთად, კიდევ ერთი ტრანში წარმატებით განვახორციელეთ. გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, ევროსა და აშშ დოლარის შემდეგ ლარის ობლიგაციები გამოვუშვით. თეგეტა ქართული კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. მოხარულები ვართ, რომ თეგეტას ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი კვლავ დიდია და ინვესტორთა წრე სულ უფრო იზრდება. როგორც ორგანიზაციების, ისე ფიზიკური პირების მხრიდან გაზრდილი ინტერესი ჰოლდინგის მიმართ ნდობის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. აღნიშნული ტრანზაქცია სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას ხმარდება, შედეგად გამოთავისუფლებული ფინანსური სახსრები კვლავ ჩვენი ჰოლდინგის განვითარებასა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გააქტიურებას მოხმარდება."
20-მილიონიანი მულტისავალუტო პროგრამა ოთხ ეტაპად განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2023 წლის დეკემბერში კომპანიამ თავდაპირველად შვიდი მილიონი ევროს ფასიანი ქაღალდები განათავსა. 2024 წელს დოლარში დენომინირებული ემისია ორ ეტაპს მოიცავდა და საბოლოოდ, მეორე და მესამე ტრანშების მეშვეობით განთავსებულმა თანხამ 8.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია. მათ შორის არის საპენსიო სააგენტო, რომელმაც სამი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, ასევე კერძო კომპანიები, ადგილობრივი ბანკები და ფიზიკური პირები.
გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკი გალტ & თაგარტია. თეგეტასა და გალტ & თაგარტის პარტნიორობის ფარგლებში ეს რიგით მეშვიდე ემისიაა, რომელიც ამჯერადაც წარმატებით განხორციელდა.
ქეთევან თოიძე, გალტ & თაგარტის დირექტორის მოადგილე: "გვსურს თეგეტას მივულოცოთ კიდევ ერთი წარმატებული ობლიგაციების ემისია. 2023 წლის დეკემბერში დამტკიცებული მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში, გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, თეგეტამ თავდაპირველად ევროსა და დოლარის ემისიები წარმატებით განათავსა, ხოლო ამჯერად, ლარში დენომინირებული ემისია განახორციელა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს ხელი შევუწყოთ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ მოქნილობა, რასაც პროგრამით განსაზღვრული პირობები სთავაზობთ. ამ შემთხვევაში ეს გამოიხატება სამ განსხვავებულ ვალუტაში დენომინირებული განთავსებით ემიტენტისთვის. ვიმედოვნებთ, თეგეტასთან ერთად, წინ კიდევ არაერთი წარმატებული გარიგება გველის."
მიმდინარე მდგომარეობით თეგეტას ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, საერთო ჯამში, მოზიდული თანხის რაოდენობა 375 მილიონი ლარია, საიდანაც 215 მილიონი ლარის, 33.3 მილიონი აშშ დოლარისა და 23 მილიონი ევროს ობლიგაციები აქვს განთავსებული.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
კომენტარები