ცნობილი როგორც ალტონელი გიგანტი, რობერტ უოდლოუ ალტონიდან (ილინოისი) ისტორიაში ყველაზე მაღალ ადამიანად ითვლება. ადრეული სიკვდილის მომენტში ის სიმაღლეში 2.72 მეტრი იყო და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი მაღალი ადამიანი არასდროს დაუფიქსირებიათ.

1918 წლის თებერვალში საშუალო სიმაღლის მშობლების ოჯახში დაბადებული უოდლოუ თავიდან ჩვეულებრივი ბავშვი იყო. თუმცა, ხუთი წლის ასაკში მან სიმაღლეში უკვე 1.63 მეტრს მიაღწია და 17 წლის ბიჭებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი ეცვა.

8 წლის ასაკში ის უკვე მამამისზე მაღალი იყო. 13 წლისამ კი სიმაღლეში 2.24 მეტრს მიაღწია.

მშობლებისა და ოთხი და-ძმის პატრონის, უოდლოუს წარმოუდგენელი სიმაღლე ჰიპოფიზის ჯირკვლის ჰიპერპლაზიით იყო გამოწვეული. შედეგად, მისი სხეული წარმოქმნიდა ზრდის ჰორმონების არანორმალურად მაღალ რაოდენობას, რის გამოც ის სიმაღლეში მუდმივად იზრდებოდა.

ფოტო: businessinsider

1936 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გიგანტმა დაიწყო გასტროლები Ringling Brothers-ის ცირკთან ერთად, რამაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა. მოგვიანებით, იმავე წელს, ის ერთ წუთიან დოკუმენტურ ფილმშიც გადაიღეს.

თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ იყო, ახალგაზრდას ასეთი სიმაღლის გამო ხელჯოხის ტარება უწევდა. 1940 წელს მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და ის 22 წლის ასაკში ნაადრევად დაიღუპა.

გიგანტური სიმაღლის გამო პრობლემები გასაკვირი არაა. ადამიანის ორგანიზმისთვის ასეთი დიდი სხეულის გაძლება ძალიან რთულია.

უოდლოუ გინესის წიგნის რეკორდებში მოხვდა, როგორც ყველაზე მაღალი ადამიანი. ცნობისთვის, დღეს ცოცხლებიდან ყველაზე მაღალი ადამიანი, სულთან კესენია თურქეთიდან, რომელიც 251 სანტიმეტრია სიმაღლეში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.