ავიახაზები, TV ქსელები და ბანკები გლობალურად შეფერხებით მუშაობს — რა ვიცით
პრობლემები, სავარაუდოდ, Windows სისტემის შეფერხებულმა მუშაობამ გამოიწვია.
ბანკები, ავიახაზები, ჯანდაცვის სერვისები და სატელევიზიო ქსელები გლობალურად შეფერხებით მუშაობს.
ეს, სავარაუდოდ, Windows-ის პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზმა გამოიწვია. მომხმარებლების ეკრანებზე ხარვეზის შეტყობინებები ჩნდება: "მოწყობილობას პრობლემა აქვს და რესტარტია საჭირო. ჯერ შეფერხების ინფორმაციას ვაგროვებთ, შემდეგ კი თქვენ ნაცვლად გავუკეთებთ რესტარტს".
როგორც ჩანს, პრობლემები მთელს მსოფლიოშია, თუმცა განსაკუთრებით ავსტრალია დაზარალდა.
საიტ Downdetector-ზე უამრავი ადამიანი იუწყება, რომ შეფერხებით მუშაობს პლატფორმები Microsoft და Amazon, ასევე ავიახაზები Delta (აშშ), Ryanair და Sky (გაერთიანებული სამეფო). აშშ-ში სამმა მოწინავე ავიახაზმა, მათ შორის Delta-მ, ფრენები შეაჩერა და ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციას გლობალური შეჩერება სთხოვეს.
ბევრგან დაზიანებულია საკომუნიკაციო სისტემაც. გაერთიანებულ სამეფოში სატელევიზიო ქსელების, მათ შორის Sky News-ის, მუშაობა შეფერხდა, ავსტრალიაში კი კომუნიკაციის უფრო ფართო ხარვეზებია.
Microsoft-მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ Microsoft 365 აპლიკაციებთან დაკავშირებულ "პრობლემებს იძიებენ". დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხარვეზები, შესაძლოა, კიბერუსაფრთხოების ფირმა Crowdstrike-ს უკავშირდებოდეს.
კომენტარები