ყველაფერი, რაც პარიზის ოლიმპიადაზე უნდა იცოდე
ფოტო: ანა ჯოჯიშვილი / On.ge
სულ მალე, პარიზში ოლიმპიური თამაშები დაიწყება. გათამაშება სტარტს 26 ივლისს აიღებს და 11 აგვისტოს დასრულდება. დღევანდელ სტატიაში ვეცდებით, გაგიზიაროთ დეტალები, რომლებიც Paris 24-ზე უნდა იცოდეთ.
ამ ოლიმპიადაზე რამდენიმე სიახლე გვექნება. წელს ჯამში 32 სახეობაში 329 ოქროს მედალი გათამაშდება. დებიუტანტი სახეობა ბრეიქდანსი იქნება, ხოლო სკეიტბორდს, სპორტულ ცოცვასა და სერფინგს უკვე მეორედ ვიხილავთ ოლიმპიურ თამაშებზე. გარდა ამისა, არ უნდა გამოგვრჩეს სპორტის ტრადიციულ სახეობები, რომლებიც ოლიმპიადისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად, ძიუდო, ჭიდაობა, კალათბურთი, ძალოსნობა, ფეხბურთი და სხვა.
პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობას 206 ქვეყნის წარმომადგენელი, ჯამში დაახლოებით 10 500 სპორტსმენი მიიღებს. ზოგიერთ პატარა ქვეყანას, მაგალითად ანდორას, მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავს, ამის საპირწონედ ამერიკის შეერთებული შტატები 588 ათლეტითაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ 33 სპორტსმენი რუსეთიდან და ბელარუსიიდან მაინც მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით ქვეყნის დროშის ტარება არ შეეძლებათ და ინდივიდუალური, ნეიტრალური ათლეტების სახელით იქნებიან წარმოდგენილნი.
ცვლილებები გახსნით ცერემონიასაც შეეხება. წელს პირველად პროცესი ოლიმპიურ სტადიონზე არ გაიმართება. სანაცვლოდ, სპორტსმენები ნავებით, პატარა ფლოტილიით ჩამოივლიან მდინარე სენაზე. დაახლოებით 300 000-მდე ადამიანს შეეძლება სანახაობას ნაპირებიდან მიადევნოს თვალი.
მართალია, გათამაშებას პარიზის ოლიმპიური თამაშები ჰქვია, თუმცა პარიზის გარდა, სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის 35 ადგილი იქნება გამოყენებული. უმრავლესად პარიზის სიახლოვეს, მაგრამ ზოგიერთი მოშორებით, სხვა ქალაქებში და არამხოლოდ. მაგალითად, ლილი, ლიონი, ბორდო, ნიცა და სხვა. ამას გარდა, სერფინგი ტაიტიზე გაიმართება, რომელიც ფრანგული პოლინეზიის ნაწილია და მთავარი ღონისძიებებიდან 16 000 კილომეტრით იქნება დაშორებული.
სხვადასხვა გამოცემები ხშირად საუბრობენ იმაზეც, თუ რა უნდა აკეთო პარიზში ოლიმპიური თამაშების პარალელურად. ხაზს უსვამენ ქალაქის სილამაზეს, ცნობადობას, მის მეტსახელებს - სიყვარულის ქალაქი, სინათლის ქალაქი და ასე შემდეგ. ტრადიციულად, გვირჩევენ, რომ დავათვალიეროთ ლუვრი, სადაც შევძლებთ მონა ლიზას ხილვას, ვნახოთ ეიფელის კოშკი და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. მე პირადად სამხრეთ პარიზში, სენას მარცხენა სანაპიროზე, მონპარნასის მონახულებას გირჩევდით. იქ იხილავთ სასაფლაოს, სადაც დაკრძალულნი არიან ლეგენდარული პიროვნებები და ისეთი მწერლები, როგორებიც შარლ ბოდლერი, გი დე მოპასანი და ჟან-პოლ სარტრი არიან.
საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე
ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით წელს ოლიმპიადაზე მერვედ იღებს მონაწილეობას.. საინტერესოა, რომ ისტორიაში პირველად ძიუდოში გუნდურ კატეგორიაშიც ვიასპარეზებთ. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი ცნობილი გახდა სრული ჩამონათვალი იმ სპორტსმენებისა, რომლებიც პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზებენ. წელს ჯამში 28 ათლეტი გვეყოლება. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერი და სპონსორი საქართველოს ბანკია.
გთავზობთ ჩვენი ნაკრების შემადგენლობას 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის:
საქართველოს ძიუდოს ნაკრები — გუნდური შეჯიბრი
ძიუდო
- გიორგი სარდალაშვილი
- ვაჟა მარგველაშვილი
- ლაშა შავდათუაშვილი
- ტატო გრიგალაშვილი
- ლაშა ბექაური
- ილია სულამანიძე
- გურამ თუშიშვილი
- ეთერ ლიპარტელიანი
- ეთერ ასკილაშვილი
- სოფიო სომხიშვილი
თავისუფალი ჭიდაობა
- გოდერძი ძებისაშვილი
- ვლადიმერ გამყრელიძე
- გივი მაჭარაშვილი
- გენო პეტრიაშვილი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
- რამაზ ზოიძე
- ლაშა გობაძე
- რობერტ კობლიაშვილი
ძალოსნობა
- შოთა მიშველიძე
- ირაკლი ჩხეიძე
- ლაშა ტალახაძე
კრივი
- ლაშა გურული
- გიორგი ყუშიტაშვილი
ცურვა
- ანა ნიჟარაძე
- ნოე ფანცხავა
მძელოსნობა
- ლიკა ხარჩილავა
ბატუტზე ხტომა
- ლუბა გოლოვინა
ფარიკაობა
- სანდრო ბაზაძე
ტყვიის სროლა
- ნინო სალუქვაძე
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა

კომენტარები