SJC: მოვუწოდებთ შრომის ინსპექციას, უზრუნველყოს "ევოლუშენ ჯორჯიაში" ღირსეული სამუშაო გარემო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) შრომის ინსპექციის სამსახურს მოუწოდებს, უზრუნველყოს ევოლუშენ ჯორჯიაში ღირსეული სამუშაო გარემო.
SJC-ის მიხედვით, ევოლუშენ ჯორჯიაში დასაქმებულთა შრომითი უფლებების ხშირი დარღვევები და არასათანადო შრომითი პირობები არაერთხელ გამხდარა საზოგადოების ყურადღების საგანი.
"კომპანიაში დასაქმებულთა მძიმე უფლებრივ მდგომარეობას კიდევ ერთხელ ააშკარავებს 2 ივლისს, მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, კომპანიის მენეჯერების მიმოწერის ამსახველი "სქრინები", სადაც ნათლად ჩანს კომპანიის ხელმძღვანელობის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება კომპანიაში დასაქმებულ პირთა მიმართ. აღნიშნული ფაქტები შეიცავს შრომით ურთიერთობაში შევიწროების, დისკრიმინაციისა და ღირსების შელახვის ნიშნებს", — აცხადებს SJC.
მათივე თქმით, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ უფლებები ასე ირღვევა კომპანიაში, სადაც არაერთი ახალგაზრდა და სტუდენტი მუშაობს: "ბევრი მათგანისთვის პირველი სამსახურია ორგანიზაცია, სადაც დასაქმებულების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება, როგორც ჩანს, სისტემური პრობლემაა".
SJC წერს, რომ ევოლუშენ ჯორჯიაში დასაქმებული პირები დიდი ხანია იბრძვიან თავიანთი შრომითი უფლებების დასაცავად. ისინი აპროტესტებენ მიზერულ ხელფასებს, არასათანადო შრომის პირობებს, სამუშაო ადგილზე ანტისანიტარიას და დამსაქმებლის მხრიდან შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას:
"მათი ინტერესების დამცველი პროფკავშირების, ლაბორისა და ევო-კავშირის ჩართულობით, ახლახან დასრულდა დამსაქმებელთან შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული მედიაციის პროცესი. მედიაციამ დასაქმებულ პირთათვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. შესაბამისად, ისინი გეგმავენ მათი უფლებების დაცვის მიზნით კანონმდებლობით გარანტირებული შემდგომი მექანიზმის, გაფიცვის უფლების გამოყენებას".
ლაბორისა და ევო-კავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათთვის ცნობილი გახდა ევოლუშენ ჯორჯიას საოპერაციო ხელმძღვანელის მიერ შუალედური რგოლის მენეჯერებისათვის გადაცემული ე.წ. ინსტრუქციის შესახებ, რომელიც გაფიცვის დროს, კომპანიის მხრიდან გასატარებელ სადამსჯელო ღონისძიებებს ასახავს.
"ინფორმაცია შეიცავს გაფიცვის უფლებით სარგებლობის გამო დასაქმებულ პირთა დაშინებისა და გაფიცვის უფლების განხორციელებისათვის ხელშეშლის ნიშნებს", — წერს SJC.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:
- შრომის ინსპექციის სამსახურსა და სახალხო დამცველის ანტი-დისკრიმინაციულ მექანიზმს: შეისწავლონ 2 ივლისს გავრცელებული ინფორმაცია და განახორციელონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება;
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციის სამსახურს: სათანადო რეაგირება განახორციელონ გაფიცვის უფლების რეალიზაციის ხელშემშლელ კომპანიის ქმედებებზე, რათა დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა მიეცეთ, თავისუფლად ისარგებლონ საქართველოს კონსტიტუციითა და შრომის კანონმდებლობით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით.
დღეს, 5 ივლისს, პროფკავშირ ლაბორის თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ, ევოლუშენ ჯორჯიაში დასაქმებულებთან ერთად განაცხადა, რომ თანამშრომლების ნაწილი 12 ივლისს, 12 საათიდან 24-საათიან გაფიცვას იწყებენ.
"ვაპირებთ უვადო სრულმასშტაბიან გაფიცვას მანამ, სანამ ამ ადამიანებს არ ექნებათ ღირსეული შრომითი უფლება და არ იქნება აკრძალული სექსისტური, რასისტული და დისკრიმინაციული როგორც განცხადებები, ასევე მოპყრობა", — თქვა დიასამიძემ.
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
კომენტარები