საქართველოში 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის მეექვსე ნაკადის Demo Day გაიმართა
ფოტო: საქართველოს ბანკი
27 ივნისს თბილისში 8 სტარტაპმა ინდუსტრიის ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს, 500 Global-ის ქსელის პარტნიორებს, ბაზრის ლიდერებსა და ეკოსისტემის წარმომადგენლებს საკუთარი ბიზნესები გააცნეს.
500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, საქართველოში 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის მეექვსე ნაკადის ფარგლებში Demo Day გამართა. 12 კვირიანი ინტენსიური კურსის გავლის შემდეგ, 5 ქვეყნის 8 სტარტაპმა საკუთარი ბიზნესი ფართო აუდიტორიას გააცნო.
500 Global in Eurasia მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სტარტაპების გაძლიერებასა და მათი სრული პოტენციალის ათვისებას ევროპისა და აზიის რეგიონში, მისცეს მათ წვდომა ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტზე, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება. პროგრამის ფარგლებში, დამფუძნებლები ესწრებიან მენტორებთან ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებს, სადაც მუშაობენ საკუთარი ბიზნესის სწრაფი ზრდის, განვითარებისა და ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებაზე. Demo Day კი სთავაზობს მათ პლატფორმას, საკუთარი სტარტაპის ლოკალური და საერთაშორისო ექსპერტებისთვის, ეკოსისტემის სტეიკჰოლდერებისთვის, ბიზნეს ლიდერებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის გასაცნობად.
500 Global in Eurasia-ს მეექვსე ნაკადის მონაწილეები არიან:
Clustr
Clustr ქმნის კვლევაზე დაფუძნებულ საინვესტიციო პლატფორმას web3-ის მომხმარებლებისთვის. ის აანალიზებს ყოველი ვალუტის უკან მდგარ რისკებს და იცავს ინვესტორებს ფიშინგისგან. ამასთან, Clustr ერთიან სივრცეში აერთიანებს მომხმარებლის საფულეს და ეხმარება მას, შექმნას დაბალანსებული პორტფელი.
YAYA
ღილაკზე თითის ერთი დაჭერით მომხმარებელს აძლევს წვდომას 250-ზე მეტ საბავშვო ცენტრზე ყაზახეთში.
Optimyzee
Optimyzee ჯამურად 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 10 000 სარეკლამო კამპანიაზე გამოცდილი ალგორითმის მეშვეობით, ეხმარება ბიზნესებს, მოახდინონ Google Ads-ის ოპტიმიზაცია.
Raised
შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, დაამყარონ საქმიანი კავშირები წამყვან, წინასწარ შერჩეულ C დონის აღმასრულებლებთან სრულ ან ნახევარ განაკვეთზე თანამშრომლობისთვის, რაც დაეხმარება ბიზნესებს, აირჩიონ მათი საქმიანობისთვის შესაფერისი კანდიდატი და მიაღწიონ წარმატებას.
KatalistAI, Inc.
Katalist ამარტივებს ციფრულ კომუნიკაციას და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ტექსტურ შეტყობინებებს ვიდეოდ აქცევს.
Videopoint
Videopoint-ის პლატფორმა ინსტაგრამის „რილსებს“ Shopify-ს მაღაზიებისთვის სარეკლამო რგოლებად გარდაქმნის და ამის მეშვეობით ზრდის DTC გაყიდვებს.
Helio.AI
ეს არის რეკრუიტინგისთვის შექმნილი პლატფორმა, რომელიც თამაშის მეშვეობით, კომპანიებისთვის კადრების შერჩევის პროცესს უფრო მეტად სწრაფს და ეფექტურს ხდის.
Trag
Trag ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც software-ის ხარვეზების აღმოფხვრასა და განახლებას ავტოპილოტზე ახდენს.
500 Global in Eurasia-ს მეშვიდე ნაკადზე მიღება უკვე მიმდინარეობს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://500.co/accelerators/500-eurasia.
ინფორმაციისთვის, 2022 წელს 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან ოთხწლიანი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამა საქართველოში, თბილისში წელიწადში ორჯერ იმართება.
500 Global-ის შესახებ:
500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2023 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 20-ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული, რომლებსაც ანტეპრენერობის, ინვესტორობის და წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები