WWDC 2024 — Siri-ს ChatGPT ემატება
Apple-მა ახლახან კონფერენცია WWDC 24 გამართა, სადაც ახლო მომავალში მოსალოდნელი ცვლილებები წარადგინა. სწორედ აქ შევიტყვეთ, რომ Apple და OpenAI თანამშრომლობას იწყებენ. ცნობილი გახდა, რომ Siri-ს ChatGPT ემატება.
ChatGPT ხელმისაწვდომი იქნება iOS 18-სა და macOS Sequoia-ში. განახლება წლის ბოლოდან მოხდება და ის უფასო იქნება. გარდა ამისა, ChatGPT-ის მომხმარებლებს შეეძლებათ დააკავშირონ თავიანთი ანგარიშები, რათა მიიღონ პრემიუმ ფუნქციები OpenAI-დან Apple-ის ოპერაციული სისტემების ფარგლებში.
Apple მოლაპარაკებებს, როგორც Google-თან, ასევე OpenAI-სთან აწარმოებდა. კომპანიას ხელოვნური ინტელექტის თავის მოწყობილობებში ინტეგრირება სურდა და როგორც ვხედავთ, საბოლოოდ თანამშრომლობა OpenAI-სთან გადაწყდა.
"მოხარულები ვართ Apple-თან პარტნიორობით. ახლა ChatGPT-ის მომხმარებლებს ჩატბოტთან კომუნიკაცია ჩვენი სისტემების გამოყენებითაც შეეძლებათ. ჩვენი კომპანიების საერთო მიზანია, გავხადოთ ხელოვნური ინტელექტი უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომი", — თქვა OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა.
ასევე: 10 ყველაზე დიდი სიახლე, რომლებიც Apple-ის კონფერენციიდან გავიგეთ
კომენტარები