ინოვაცია და გერმანული ხარისხი — როგორ იქცა Bayer უმსხვილეს კორპორაციად?
"ჯანმრთელობა ყველას, შიმშილი არავის", — ასეთია უმსხვილესი ფარმაცევტული და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის, Bayer-ის მისია, რომლითაც ის უკვე საუკუნეზე მეტია მოქმედებს. მართლაც, მის მიერ შექმნილი პროდუქტებით Bayer-მა უდიდესი წვლილი შეიტანა ფარმაციისა და სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებაში და არაერთხელ მოუტანა კაცობრიობას სასიკეთო ცვლილებები. დღემდე Bayer იმ მწარმოებელთა მოწინავე რიგებშია, რომლებიც მსოფლიოში არსებული გამოწვევების დაძლევას მეცნიერებითა და ინოვაციური მიდგომებით ცდილობს.
ყველაფერი გერმანიაში, 1863 წელს დაიწყო, როდესაც ორმა მეგობარმა — ბიზნესმენმა და ქიმიკოსმა ფრიდრიხ ბაიერმა და სამღებრო საქმის მცოდნე ფრიდრიხ ვესკოტმა — ახალი საქმის წამოწყება გადაწყვიტეს. მათ სინთეტიკური საღებავების წარმოებას მიჰყვეს ხელი, რაც იმ დროის მსოფლიოში ინოვაციას წარმოადგენდა. საქმე ისაა, რომ მე-19 საუკუნეში სამღებრო საქმეში მხოლოდ ბუნებრივ საღებავებს იყენებდნენ, რომლებიც დეფიციტური და საკმაოდ ძვირადღირებული იყო. სინთეტიკურმა საღებავებმა კი, რომელთა წარმოებაც უფრო იაფი ჯდებოდა, ფერადი ქსოვილები და ტანსაცმელი ფართო საზოგადოებისთვის გახადა ხელმისაწვდომი. საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ორი მეგობრის მიერ დაფუძნებულ კომპანიას დღეს Bayer-ის სახელით ვიცნობთ.
ადრეულ წლებში, Bayer-ის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქიმიკოსმა კარლ დუისბერგმა, რომელიც კომპანიის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას 1883 წელს ჩაუდგა სათავეში. მისი თაოსნობით გაიხსნა Bayer-ის მთავარი ლაბორატორია გერმანიაში, რომელმაც სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა კომპანიის კვლევითი საქმიანობა. რამდენიმე წელიწადში Bayer-მა ფარმაცევტული დეპარტამენტი გახსნა. სწორედ აქ შეიქმნა საუკუნის მედიკამენტად მიჩნეული ასპირინი, რომლის არნახულმა გაყიდვებმაც Bayer მსოფლიოს უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიად აქცია. დღეს კომპანიის ფარმაცევტული დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, სიმსივნური და იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული პათოლოგიების სამკურნალო პრეპარატების შექმნასა და განვითარებაზე.
კომპანიის მეორე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას — სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას Bayer-მა საფუძველი მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ჩაუყარა. დღეს ის ინოვაციურ მცენარეთა დაცვის საშუალებებსა და სათესლე მასალებს ქმნის, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ თითოეული პროდუქტი ხანგრძლივი სამეცნიერო-კვლევისა და მრავალსაფეხურიანი ტესტირების შედეგია. მოქმედი ნივთიერების ანალიზს, შესაბამისი ფორმულებს შექმნასა და მის რეალურ გარემო პირობებში დატესტვას გუნდი დაახლოებით 10-15 წელს ანდომებს. ერთი პროდუქტის შექმნა კი კომპანიას დაახლოებით 600 მილიონი ევრო უჯდება. Bayer განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეგენერაციულ და ბიოდივერსიფიცირებულ სოფლის მეურნეობის განვითარებას და აქტიურად აწარმოებს ბიოფუნგიციდებს, ბიოინსექტიციდებსა და ფერმონებსაც.
Bayer-ის სათესლე მასალის წარმოების მიმართულება განსაკუთრებით 2016 წელს, კორპორაცია Monsanto-ს შეძენის შემდეგ გაიზარდა. მასთან დადებული გარიგების შედეგად, Bayer-ის მფლობელობაში მრავალ კომპანიასთან ერთად, გადავიდა პრემიუმ ხარისხის სიმინდის ჰიბრიდების მწარმოებელი Dekalb-იც.
Bayer-ის ინოვაციური პროდუქცია საქართველოში 19 წლის წინ გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც მისი ოფიციალური პარტნიორი და წარმომადგენელი ქვეყანაში ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია აგროსფერო გახდა. Bayer-ის პროდუქტებმა მალევე მოიპოვა პოპულარობა ქართველ ფერმერებში და მათი ეფექტურობის დამსახურებით, დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ბრენდია.
Bayer არა მხოლოდ მდგრადი აგრომეურნეობის განვითარებას ემსახურება, არამედ უდიდეს რესურს დებს გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოსაფხვრელადაც. ჯერ კიდევ 1971 წელს კომპანიამ ევროპაში სამრეწველო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ყველაზე დიდი ნაგებობა ააშენა. 10 წლის შემდეგ კი ქალაქ ლევერკუზენში ააგო Bayer Tower Biology — სადგური, რომლითაც კომპანიამ დანერგა ახალი ტექნოლოგია ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გაწმენდისათვის. 2004 წელს Bayer გახდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის პირველი პარტნიორი კერძო სექტორიდან. ამასთან ერთად, 2007 წელს კომპანიამ წამოიწყო სპეციალური პროგრამა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ (Bayer Climat Program), რომლის მიზანიც მისი საწარმოების მიერ წარმოქმნილი სათბური გაზების ემისიის შემცირებაა. 2030 წლისთვის კი Bayer გეგმავს, გახდეს კარბონ-ნეიტრალური კომპანია.
Bayer, ასევე, ხელს უწყობს სპორტის სხვადასხვა სახეობისა და კულტურული დარგების განვითარებას. ის დღეს 22 სპორტულ კლუბს აფინანსებს და ფლობს გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საფეხბურთო კლუბ Bayer 04 ლევერკუზენს. გუნდი 1988 წელს UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და დღემდე გერმანიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის გამორჩეული წევრია. განსაკუთრებული მიღწევები აქვს Bayer 04 ლევერკუზენს 2023-2024 წლებში — მან მიყოლებით 46 მატჩი წაუგებლად დაასრულა. რაც მთავარია, საფეხბურთო კლუბი ბუნდესლიგის 2024 წლის გამარჯვებული და გერმანიის ახალი ჩემპიონი გახდა.
Bayer-მა თავისი ისტორიის მანძილზე, უდიდესი წვლილი შეიტანა სხვადასხვა დარგის განვითარებაში, გადაჭრა მრავალი გლობალური პრობლემა და შეძლო უდიდეს კორპორაციად ქცეულიყო. დღეს კომპანია 83 ქვეყანაშია წარმოდგენილი, დასაქმებულთა რაოდენობა კი უახლესი მონაცემებით 102 000-მდე ადამიანს აღწევს.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა


კომენტარები